Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ძველი ესპანეთი და ახალი ჰოლანდია
2014-06-13 10:44 | ნახვები: 3480
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ესპანეთი-ჰოლანდია. ალბათ, ყველას 4 წლის წინანდელი ფინალი გაახსენდება, როცა “ფურია როხამ” ანდრეს ინიესტას 117-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა და პირველად ჩაიხუტა მსოფლიოს თასი. მას შემდეგ ვისენტე დელ ბოსკეს კრებული მცირედით თუ შეიცვალა, აი, ჰოლანდიელთა ახალი შემადგენლობა კი გამოცანაა. განსაკუთრებით, ეს დაცვის ხაზს ეხება, სადაც სულ ახალი სახეებია, ერედივიზიონის გუნდებიდან.

თავად განსაჯეთ, ლუის ვან გაალს 7 ფეხბურთელი ჰყავს შარშანდელი 21-წლამდელთა ნაკრებიდან. მწვრთნელი ამბობს, ამაში საოცარი არაფერია, რადგან ახალგაზრდებს ყოველთვის ვენდობოდიო. ასეც არის, ვან გაალს უყვარს ახალბედების დაწინაურება ჯერ კიდევ “აიაქსიდან” მოყოლებული.

ჰოლანდია შეტევაში “ძველი გვარდიითაა”, სადაც რობინ ვან პერსი და არიენ რობენი იქნებიან მთავარი მოქმედი ფიგურები. ვან გაალი 5-3-2 სქემას ამუშავებს, რომელსაც 3-5-2-იც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ფლანგელი მცველები (იანმატი და ბლინდი) შეტევებში ხშირად იქნებიან.

ესპანეთს რაც შეეხება, დელ ბოსკემ განაცხადა, რომ გუნდი სრულყოფილად მზადაა და აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც ბოლო წლებში მიაჩვია მაყურებელი. მწვრთნელი ამბობს, ჯადოსნური ფორმულა სულაც არ გვაქვს, უბრალოდ, რა სტილის ფეხბურთელებიც მყავს, იმის მიხედვით ვირჩევ ტაქტიკასო:

“ბოლო დღეებში, ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვცდილობთ, რათა დაცვიდან შეტევაში უფრო სწრაფად გადავიდეთ. მოგვწონს, როცა მეტოქე თავის ნახევარზეა ჩაკეტილი. ზოგადად კი, ჩემპიონის ტიტულის დაცვა საკმაოდ რთული იქნება, რადგან ესპანეთის ნაკრებთან ყველა სრულიად მობილიზებული და მოტივირებული იქნება. გამოწვევებისთვის მზად ვართ”.

საგულისხმო რამ თქვა ჩავიმ: “ჩვენი სტილი უბრალოა. გვსურს მეტოქეზე ზეწოლა, ბურთის ფლობა. ამ სტილმა დიდი გამარჯვებები მოგვიტანა და რაიმეს შეცვლა დიდი შეცდომა იქნებოდა”.

ესპანეთის ნაკრებში არიან თავიანთ პოზიციებზე შეუცვლელი ფეხბურთელები: კასილიასი, რამოსი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა. მხოლოდ 3 პოზიციაა, სადაც კითხვის ნიშნები შეიძლება დაისვას. მათ შორის, თავდასხმა – ტორესი, დიეგო კოსტა თუ ისევ და ისევ ვილია, რომელიც რაც უნდა ასაკში იყოს და საუკეთესო პერიოდი არ ჰქონდეს, ნაკრებში მაინც ვილიაა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ესპანეთი-ჰოლანდია მუნდიალზე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და იმ მატჩზე თავშივე ვთქვით. საერთოდ კი, შესარჩევ-ამხანაგურებიანად 12-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 6 ესპანეთმა მოიგო, 4 ჰოლანდიამ, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაც “ფურია როხას” სასარგებლოდ – 20:12.

23:00. სალვადორი. “ფონტე ნოვა”. ესპანეთი-ჰოლანდია

მსაჯი: რიცოლი (იტალია)

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი: კასილიასი, ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა, პედრო, დიეგო კოსტა.

ჰოლანდია: სილესენი, ვლარი, დე ვრეი, ინდი, იანმატი, ბლინდი, დე იონგი, დე გუზმანი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044302