Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილიამ სან პაულუში გახსნა, “ფიფა ფან ფესტმა” - “კოპაკაბანაზე”
2014-06-13 10:37 | ნახვები: 4458
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებით კარგად ვიცი რას ნიშნავს მასპინძელი გუნდის თამაშის ყურება ფანზონაში. ამიტომ, ხელიდან არ გამიშვია შანსი, რომ მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ბრაზილიის ნაკრების მონაწილეობით “ფიფა ფან ფესტში” მენახა. მითუმეტეს, რომ ატლანტიკის ოკეანის ნაპირზე, “კოპაკაბანას” პლაჟზე უზარმაზარი ეკრანი დაამონტაჟეს საუცხოო გამოსახულებით და სცენაცაა, რომელზეც მომღერლები და მოცეკვავეები გამოდიან.

რიოს დილიდანვე შეეტყო, რომ მსოფლიო პირველობა იწყებოდა. ხალმა აივნებზე ბრაზილიის დროშები გამოფინა. ლამის ყოველი მეორე, ქალიან-კაციანად, ბრაზილიის მაისურებში გამოწყობილიყვნენ. ავტომანქანებიდან დროშებს აფრიალებდნენ.

“კოპაკაბანაზე”, შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე მივედი და უკვე ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ზოგი წელს ზემოთ შიშველი, ზოგი საცურაო კოსტუმით იყვნენ ოჯახებით და პატარა ბავშვებით მოსულები, მეგობრებთან ერთად. თან, არა მხოლოდ ბრაზილიელები, არამედ, გერმანელები, არგენტინელები, კოლუმბიელები, მექსიკელები, ამერიკელები, ჩილელები და მე, ერთი ქართველი. საამაყოა მაინც, როდესაც ამხელა ფორუმზე შენს ქვეყანას წარმოადგენ.

დანიშნულების ადგილზე რომ მივედი, შეკრებილთ ერთ-ერთი ადგილობრივი მომღერალი ართობდა თავის ჯგუფთან ერთად. მას რა ერქვა თავს ვერ დავდებ. შემდეგ ის 10-ნომრიან მაისურში გამოწყობილმა ნალდო ბენიმ შეცვალა. ამ მომღერალს სახელ-გვარი მაისურზე ჰქონდა წარწერილი და აქედან დავიმახსოვრე. ისე ნალდი ბენისაც და მის წინამორბედასც შესაშური ენერგია აქვთ, როგორ სხვა ბრაზილიელებს. ისინი რამდენ ენერგიასაც ცეკვასა და სიმღერაში ხარჯავენ, სხვა რამეში რომ გამოიყენონ, ეს ქვეყანა ნამდვილად უკეთ იცხოვრებდა.

სცენაზე გამომსვლელებმა, “ფიფა ფან ფესტში” მყოფნი, რომლებიც ადგილობრივ ლუდს “ბრამას” ლიტრობით სვამდნენ, მატჩისთვის კარგად შეამზადეს და ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა. ყველაზე მეტი ოვაცია ნეიმარმა დაიმსახურა, რომელი ამ ფორმაციის “სელესაოს” მთავარი იმედია და პირველმა მატჩმა აჩვენა, რომ არცთუ უსაფუძვლოდ. ჰიმნის შესრულების დროს სან პაულუს ტრიბუნებზე და რიოს “ფიფა ფან ფესტში” გულშემატკივრები ერთად მღეროდნენ. კადრში ბრაზილიისა და ფიფას პრეზიდენტების გამოჩენის შემდეგ, ქომაგებმა სტვენა ატეხეს.

თამაშის დაიწყო და გულშემატკივართა ნაწილი ქვიშაში მოეწყო მის საყურებლად, ხოლო ზოგიერთები ფეხზე დარჩნენ. უკან მყოფებმა მათ პლასტმასის ბოთლები ესროლეს და ზოგს ქვიშაც შეაყარეს რომ დამსხდარიყვნენ. ამის გამო ფეხზე მდგომნი აღშფოთდნენ და მცირე შელაპარაკებაც მოხდა. როგორც კი ბრაზილიელებმა გოლი გაუშვეს, ყველა ფეხზე წამოდგა და ქომაგობა ისე გააგრძელეს.

ნეიმარის გამთანაბრებელი გოლის შემდეგ, ათეულ ათასობით ქომაგის შეძახილმა “კოპაკაბანა” “დააყრუა”. თუმცა, ხორვატების კარში დანიშნულმა პენალტმა ბრაზილიელებში ღიმილი გამოიწვია. მომეწონა მათი ობიექტურობა, რადგან ჩემს ირგვლივ მყოფნი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ფრედი თავისით წაიქცა. ამის მიუხედავად, ნეიმარის დუბლს ოვაცია არ მოკლებია. სხვათა შორის, თამაშის მერე ბრაზილიურ ტელეარხებზე ყველაზე მეტად თერთმეტმეტრიანის ეპიზოდს განიხილავდნენ და შეთანხმდნენ, რომ მსაჯი შეცდა.

წერტილი ოსკარმა დასვა, რომელიც, ნეიმარის მიერ გატანილი ორი გოლის მიუხედავად, ალბათ, ბრაზილიელთა რიგებში საუკეთესო იყო. პირველი გოლის დროს სწორედ მან შეინარჩუნა ბურთი და ნეიმარს პასი მისცა. მარჯვენა ფრთაზე ვითარება არაერთხელ გაამწვავა და ანგარიშსაც გაათანაბრებდა, პლეტიკოსას ოსტატობა რომ არ გამოევლინა.

პირველი მატჩი იყო და ცხადია, ბრაზილიელების რეალური ძალის შეფასება იოლი არაა. ფაქტია, რომ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა აქვს. ფრედის იმედზე ყოფნა ცოტა ძნელია. არც ჰალკი ბრწყინავდა მაინცდამაინც. ყველასთვის გასაგებია რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მარსელო, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. “სელესაოზე” ხომ უდიდესი წნეხია, რადგან ადგილობრივებისთვის, მსოფლიო ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი მიუღებელია. ხორვატებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და ამ ჯგუფიდან გასვლის ძალა ნამდვილად შესწევთ, თუ ისე ითამაშებენ, როგორც ბრაზილიელების წინააღმდეგ. მატჩის დასრულების შემდეგ, კმაყოფილი ბრაზილიელები “ფიფა ფან ფესტის” ტერიტორიას კმაყოფილნი ტოვებდნენ და უმრავლესობამ “კოპაკბანაზე” მდებარე ბარებს მიაშურა.

ლაშა თაბაგარი სპეციალურად worldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან

ავტორის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047985