მუნდიალის გახსნით მატჩში ტურნირის მასპინძელმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატია 3:1 დაამარცხა ნეიმარის შესანიშნავი თამაშით, თუმცა მატჩის მსვლელობისას ყველაზე გამოსარჩევი და შემოქმედი ფეხბურთელი მესამე გოლის ავტორი ოსკარი გახლდათ. "სელესაოს" დამრიგებელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, "ჩელსის" შემტევის გარჯა დააფასა.
"ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა მეორე ჯილდო რომ ყოფილიყო, ოსკარს გადასცემდნენ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მოძრავი და შედეგიანი ფეხბურთელი ოსკარი გახლდათ. იგი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა და მისი ყოველთვის მჯეროდა. რაც შეეხება პენალტს, ათჯერ მაინც ვნახე ეს მომენტი და ვფიქრობ, რომ თამაშის წესები ნამდვილად დაირღვა." _ განაცხადა სკოლარიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია