ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრების ნახევარმცველი იზეტ ჰაიროვიჩი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი უკეთეს ფიზიკურ კონდინციებშია, ვიდრე არგენტინა.
“მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ. კოტ დივუართან და მექსიკასთან ძალიან კარგი ამხანაგური თამაშები ჩავატარეთ და ოპტიმიზმით ველით არგენტინასთან შეხვედრას. ჩვენი ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით, იმასაც კი ვფიქრობთ, რომ გარკვეულ მომენტებში მეტოქესთან უპირატესობა გვექნება. ის, რომ ცოტას განვიცდით, ნორმალურია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე, არსებობის ისტორიაში, პირველად ვთამაშობთ, მაგრამ მოტივაცია არ გვაკლია” - განუცხადა 24sata.info-ს ჰაიროვიჩმა.
არგენტინისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის შეხვედრა 16 ივნისს, რიო დე ჟანეიროში “მარაკანაზე” გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია