![]() |
|
ჩილე – აშკარა ფავორიტი
2014-06-13 13:13 | ნახვები: 2601
![]() ![]()
12
მუნდიალების ისტორიაში იშვიათი ყოფილა შემთხვევა, როცა ჩილეს ნაკრები აშკარა ფავორიტი ყოფილა რომელიმე ნაკრებთან. ალბათ, წინა მუნდიალზე იყო ჰონდურასთან და აი, ახლაც ეს სტატუსი აქვს ავსტრალიასთან. ჩილეს 4 წლის წინანდელზე ძლიერი ნაკრები ჰყავს: ვიდალი, სანჩესი, ვარგასი, ისლა, მენა, დიასი... ამ გუნდის სავიზიტო ბარათი აგრესიული შეტევებია. ითამაშებს არტურო ვიდალი? “იუვენტუსის” ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, ავსტრალიასთან შეხვედრა გამოტოვოს, თუმცა ჰოლანდიასთან და ესპანეთთან მოედანზე იქნება. ძირითად მეკარე ბრავოსაც აწუხებდა მხარი, მაგრამ გუშინ ივარჯიშა და მზადაა. ჩილელთა მწვრთნელი ხორხე სამპაოლი: “ვიდალზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ფაქტია, ის ჯერ არაა ბოლომდე გამოჯანმრთელებული. შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებულნი და რეალურად შეგვწევს წინა მუნდიალზე მიღწეული შედეგის გაუმჯობესების ძალა (მაშინ ჩილე მერვედფინალში გავიდა და იქ წააგო ბრაზილიასთან). თუმცა, ჯერ მთლიანად ავსტრალიელებთან თამაშზე ვფიქრობთ”. ალექსის სანჩესმა კი არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, ჩილე მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო. ავსტრალია? თაობათა ცვლა განიცადა და აღარ ჰყავს მარკ შვარცერი, ჰარი კიუელი, ბრეტ ემერტონი. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ტიმ კეჰილია, რომელმაც საუკეთესო წლები “ევერტონში” დატოვა და ახლა ამერიკულ “ნიუ იორკ რედ ბულზში” თამაშობს. მწვრთნელი ანგე პოსტეკოღლუ მაინც იმედიანადაა და ამბობს, რომ ასეთ მძიმე ჯგუფშიც კი შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. 02:00. კუიაბა. “პანტანალი”. ჩილე-ავსტრალია მსაჯი: დუე ნუმანდიესი (კოტ დივუარი) სავარაუდო შემადგენლობები ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, მედელი, მენა, ვიდალი (ან კარმონა), დიასი, ვალდივია, ბოსეჟური, სანჩესი, ვარგასი. ავსტრალია: ლანგერაკი, ფრანიჩი, ვილკინსონი, სპირანოვიჩი, მაკეი, იედინაკი, ვიდოშიჩი, ლეკი, ოარი, ბრეშიანო, კეჰილი. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია