ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ნეიმარმა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. ტურნირის მასპინძელთა “ათიანი” შესრულებული დუბლით კმაყოფილია.
“ამაზე უკეთეს დებიუტს ვერც წარმოვიდგენდი. გამარჯვებისთვის ყველაფერი ვიღონეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ტურნირის საწყის მატჩში დუბლის შესრულებამ გამახარა. კარგია, რომ ჩემმა გოლებმა ბრაზილიის ნაკრებს დახმარება გაუწია. მომავალშიც ჩვენი მანერით ვითამაშებთ. მთავარია, სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ”, - განუცხადა ნეიმარმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ ხორვატიას 3:1 სძლია, ნეიმარი კი, 2 გოლით გამოირჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია