|
ვილმოტსმა ბელგიასთან გაახანგრძლივა
2014-06-13 16:06 | ნახვები: 1492
1
მარკ ვილმოტსი ბელგიის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე უთავკაცებს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელ მწვრთნელს ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა. როგორც ჩანს, ბენილუქსელები ვილმოტსის მოღვაწეობით კმაყოფილნი არიან. 45 წლის სპეციალისტმა ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 2002 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა. ვილმოტსი ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და მისი წლიური ანაზღაურება 864 000 დოლარია. ტეგები:
მარკ ვილმოტსი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია