|
“ფულეკუ” – მსოფლიო ჩემპიონატის სამსარტყლიანი თილისმა
2014-06-13 16:35 | ნახვები: 3382
123
ყველა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს თავისი თილისმა აქვს და გამონაკლისი არც ბრაზილია-2014-ა. მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ბრაზილიის მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში გაირკვა, რომ მსოფლიო პირველობის ოფიციალური თილისმა “ფულეკუ” იქნებოდა. მაშინ, საქართველოში ბევრი გაკვირვებული კითხულობდა თუ რა ცხოველი იყო ეს. “ფულეკუ” ბრაზილიური სამსარტყლიანი ჯავშნოსანია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში ბინადრობს და გადაშენების გზაზეა. მისი შერჩევა მსოფლიო პირველობის საორგანიზაციო კომიტეტს ბრაზილიის ბუნების დაცვის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შესთავაზა. გამოკითხულთა არჩევანი სამ სახელს შორი უნდა შეერჩიათ – “ამიჟუბი”, “ზუზეკუ” და “ფულეკუ”. საბოლოო ჯამში, რესპოდენტთა 48 პროცენტმა არჩევანი “ფულეკუზე” შეარჩია. ეს სახელი პორტუგალიურად ფეხბურთისა (Futebol) და ეკოლოგიის (Ecology) შერწყმაა. “ზუზეკუ” (ლურჯი და ეკოლოგია) 31 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ამიჟუბი (მეგობრობა და სიხარული) 21 პროცენტით მესამეზე. ყველა ჯავშნოსნებისგან განსხვავებით, მხოლოდ სამსარტყლიან ჯავშნოსანს შეუძლია ბურთის ფორმის მიღება. რასაც უმცირესი საშიშროების შემთხვევაში აკეთებს. ამიტომ, ესპანელებმა მას “ბოლიტა” უწოდეს. ლაშა თაბაგარი www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია