|
მუნდიალის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელთა ანაზღაურება
2014-06-13 17:03 | ნახვები: 3892
123
ბრაზილიაში რიგით მე-20 მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი უკვე აიღო და გახსნით მატჩში მასპინძელთა ნაკრებმა ხორვატია 3:1 დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში იმყოფება და საინტერესოა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების წლიური ანაზღაურება.
მაგალითად, ხორვატთა დამრიგებელი ნიკო კოვაჩი წელიწადში 271 740 ამერიკულ დოლარს იღებს, მაშინ როდესაც, მისი გაწვრთნილი გუნდის დამმარცხებელთა მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი - 3 973 730 დოლარს. პირველ ადგილზე რუსთა დამრიგებელი ფაბიო კაპელოა 11 235 210 დოლარით. გთავაზობთ 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მწვრთნელთა წლიურ ანაზღაურებას. 1. ფაბიო კაპელო, რუსეთი - 11 235 210 ამერიკული დოლარი 2. როი ჰოჯსონი, ინგლისი - 5 874 570 3. ჩეზარე პრანდელი, იტალია - 4 322 010 4. ლუიშ პელიპე სკოლარი, ბრაზილია - 3 973 730 5. ოტმარ ჰიტცფელდი, შვეიცარია - 3 745 130 6. იოახიმ ლიოვი, გერმანია - 3 602 460 7. ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთი - 3 386 270 8. ლუის ვან გაალი, ჰოლანდია - 2 738 060 9. ალბერტო ძაკერონი, იაპონია - 2 727 480 10. იურგენ კლინსმანი, აშშ - 2 621 740 11. დიდიე დეშამი, საფრანგეთი - 2 161 000 12. პაულო ბენტუ, პორტუგალია - 2 160 170 13. კარლუშ კეირუში, ირანი - 2 098 060 14. ხორხე სამპაოლი, ჩილე - 1 774 960 15. ხესე პეკერმანი, კოლუმბია - 1 678 450 16. ანგე პოსტეკოღლუ, ავსტრალია - 1 395 300 17. ოსკარ ტაბარესი, ურუგვაი - 1 258 840 18. საბრი ლამუში, კოტდივუარი - 1 037 450 19. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი, ალჟირი - 1 007 070 20. მარკ ვილმოტსი, ბელგია -864 400 21. ფერნანდუ სანტუში, საბერძნეთი - 864 400 22. ალეხანდრო საბელია, არგენტინა - 818 240 23. ჰონგ მიუნგ-ბო, სამხრეთ კორეა - 795 250 24. ლუის ფერნანდო სუარესი, ჰონდურასი - 629 420 25. რაინალდო რუედა, ეკვადორი - 566 480 26. ხორხე ლუის პინტო, კოსტა რიკა - 440 590 27. ფოლკერ ფინკე, კამერუნი - 394 440 28. სტივენ კეში, ნიგერია - 392 420 29. საფეტ სუშიჩი, ბოსნია-ჰერცოგოვინა - 352 470 30. ნიკო კოვაჩი, ხორვატია - 271 740 31. ჯეიმს კვესი აპია, განა - 251 770 32. მიგელ ერერა, მექსიკა - 209 810 ტეგები:
მუნდიალი 2014 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია