Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იურგენ კლინსმანი: “ბრაზილიაში წარმატების მისაღწევად ჩამოვედით”
2014-06-13 18:09 | ნახვები: 2595
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
უკვე 3 წელიწადია ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრებს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი წვრთნის. შარშან ამერიკელებმა კონკაკაფის ”ოქროს თასი” სწორედ კლინსმანის მეთაურობით მოიგეს. კლინსმანს ბრაზილიის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს გუნდის გაყვანა. შეგახსენებთ, 2006 წელს, ”ბუნდესმანშაფტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი სწორედ კლინსმანის თანაშემწე გახლდათ.

- რას გვეტყვით ამერიკულ ფეხბურთზე (სოკერზე). კმაყოფილი ხართ აშშ-ში შექმნილი სიტუაციით?
- ამერიკაში სოკერი არცთუ კარგადაა ორგანიზებული. აშშ-ში პრიორიტეტს სეზონურ სახეობებს ანიჭებენ, რომელთა ჩემპიონატები 6-7 თვეს გრძელდება. ასეთებია, მაგალითად ბეისბოლი და კალათბურთი. ევროპაში კი ფეხბურთს 10-11 თვე ინტენსიურად თამაშობენ. ამასთან ამერიკაში ბავშვებში ერთ კონკრეტულ სახობაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებენ, როცა ევროპაში ფეხბურთელი პატარა ასაკიდან მთლიანად ამ სახეობაშია ჩართული.
- ამერიკული საფეხბურთო ლიგა (MLS)ვითარდება?
- ფეხბურთელებს სტაბილურობა აკლიათ, თუმცა, ლიგა თანდათან წინ მიიწევს და ვითარდება. ვცდილობ ყურადღების მიღმა არცერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ დავტოვო. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე MLS-ის მხოლოდ 4 წარმომადგენელი იყო, წლეულს კი ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარ განაცხადში ჩვენი ლიგიდან 15 მოთამაშე შევიყვანე. როგორც ხედავთ, პროგრესი აშკარაა.
- ბრაზილიაში რა განწყობითა და იმედით ჩამოიყვანეთ გუნდი?
- რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-ის ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდება, თუმცა, წლევანდელ მუნდიალზეც ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. მართალია, ოდნავ შორეულ პერსპექტივაზე ვმუშაობთ, მაგრამ ბრაზილიაში წარმატების მისაღწევად ჩამოვედით.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, აშშ-ში მუშაობას კიდევ კარგა ხნის განმავლობაში აპირებთ...
- დიახ, ასეა, ამერიკაში კიდევ დიდხანს ვიმუშავებ.
- მატჩების ჩასატარებლად რამდენიმესაათიანი გადაფრენა მოგიწევთ. ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი სირთულე არ იქნება?
- არ მგონია, ავიაგადაფრენა ბიჭებს პრობლემას უქმნიდეს. ჩვენ ხომ შესარჩევი ციკლის დროს ჰონდურასში, პანამაში, კოსტა რიკაში გვიწევდა მოგზაურობა. ჩვენ სან პედრო სულუში ვართ დაბანაკებულები. აქ ნესტიანი ჰავაა და როგორც ამბობენ, არამდგრადი კრიმინალური ვითარებაა, თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართება.
- შეუძლებელია გერმანიის ნაკრებზე არ ვისაუბროთ. რა შანსი აქვს იოაჰიმ ლიოვის გუნდს?
- გერმანიას მუნდიალის მოგება შეუძლია. ლიოვის განკარგულებაში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი წყებაა. “ბუნდესმანშაფტი” პლანეტის საუკეთესო 3 ნაკრებს შორისაა, შემტევი სტილის მიმდევარია და ოთწლიანი ციკლი სავსებით შესაძლებელია წლევანდელი მუნდიალის ფინალში მოგებით დაასრულოს.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042005