![]() |
|
კოლო ტურე: “ფინალში გასვლა შეგვიძლია"
2014-06-13 19:12 | ნახვები: 1987
![]()
1
კოტ დ’ივუარის ნაკრების ცენტრალური მცველი კოლო ტურე მსოფლიოს ჩემპიონატს დიდი ამბიციებით ხვდება. 33 წლის უკანახაზელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ფინალში გასვლა შეუძლია.
“თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ შედეგს ვაჩვენებთ, რომელიც აქამდე არასდროს გვიჩვენებია, ეს, ჩვენთვის, ტრიუმფი იქნება. რატომ არ შეგვიძლია ფინალში გასვლა? ჩვენს გუნდს ეს ხელეწიფება. ეს, საერთაშორისო არენაზე თავის გამოჩენის ჩვენი ბოლო შანსია. მე 33 წლის ვარ, დიდიე დროგბა 36. ჩვენი კარიერა დასასრულს უახლოვდება.” – აცხადებს კოლო ტურე. კოტ დ’ივუარის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ თამაშობს. 2006 და 2010 წლებში აფრიკელებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლიეს. ამჯერად ისინი ჯგუფში საბერძნეთთან, კოლუმბიასთან და იაპონიასთან მოხვდნენ. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია