Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რობინი და რობენი - სალვადორში ჰოლანდიამ დახატა
2014-06-14 02:02 | ნახვები: 7103
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
"მფრინავი ჰოლანდიელები" - რა ამბავიც მათ სალვადორის სტადიონზე დაატრიალეს, ათწლეულების განმავლობაში დაუვიწყარი იქნება. ასეთ მეტოქესთან ასეთ თამაშს და ასეთი ანგარიშით მოგებას დავიწყება მართლაც არ უწერია. არ ვიცით, რას შევადაროთ ლუის ვან გაალის გუნდის თამაში მეორე ტაიმში. ეს ფრენაზე მეტი იყო.
ესპანეთს ბოლო ორ დიდ ტურნირზე სულ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა კი ერთ მატჩში გაუშვა 5. და ისიც ძალიან საეჭვოა, რომ ამ 2 ტურნირზე ერთად აღებული, "ფურია როხას" კარში ამდენჯერ დაერტყათ.
რამდენ მწვრთნელს მოუნდებოდა ვან გაალის ბლოკნოტში ჩახედვა... როგორ აათამაშა ამ კაცმა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული დაცვა. იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ერედივიზიონს არ გასცდენიან. როგორ მოახერხა ესპანელთა დაცვის დაშლა.
ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან არიენ რობენი და რობინ ვან პერსი – შოუ დადგეს სალვადორის სტადიონზე. ვესლი სნეიდერმა და მარცხენაფლანგელმა დელი ბლინდმა ორ-ორი საგოლე პასი მიითვალეს, ერთიც მცველმა დე ვრეიმ მიითვალა.
დასაწყისშივე, რობენის პასის შემდეგ, სნეიდერი პირისპირ დარჩა კასილიასთან. "რეალის" მეკარემ ცალი ხელით მოიგერია დარტყმული. აქედან მოყოლებული კი, დაახლოებით მე-40 წუთამდე, ესპანეთი სრულ უპირატესობას ფლობდა და გოლი, რომელიც პენალტით გაუტანეს, ლოგიკური იყო: ჩავის მშვენიერი პასი, დიეგო კოშტამ დე ვრეის წესები დაარღვევინა და პენალტის ნიშნულიდან ჩაბი ალონსომ ზუსტად დაარტყა – 1:0.
ესპანეთი აგრძელებდა ლაღად თამაშს გოლი აქეთ გაუშვა: ბლინდის გრძელი პასი და ვან პერსიმ ნახტომში თავით თავზე გადაუგდო ბურთი კასილიასს. ბრწყინვალე გოლი იყო – 1:1. არადა, ორი წუთით ადრე, ინიესტას გენიალური პასის შემდეგ, დავიდ სილვა დარჩა მეკარესთან პირისპირ, ლამაზად მოინდომა გატანა და იესპერ სილესენმა შესძლო მოგერიება.
მეორე ტაიმში კი ერთი გუნდი თამაშობდა (ბოდიშით, ფრინავდა!), მეორე კი დემორალიზებული იყო. გოლი გოლს მოსდევდა... ისევ ბლინდის გრძელი პასი, რობენმა ერთ შეხებაში დაამუშავა, გასცდა პიკესა და რამოსს, დაარტყა, რიკოშეტიც იყო და კასილიასმა მეორედ გამოიტანა ბურთი კარიდან – 1:2;
3 წუთში ვან პერსიმ ხარიხას მოარტყა ბურთი, ხოლო მალევე, სნეიდერმა ჩააწოდა საჯარიმო, შორეულ ძელთან მდგომმა დე ვრეიმ კი კარში გადაგზავმა. ესპანელები მსაჯს ედავებოდნენ და მართლაც, ჩანდა, რომ კასილიასს გამოსვლისას ვან პერსიმ ხელი ჰკრა. ასეა თუ ისე, 1:3.
კასილიასი უხეშად შეცდა, ვან პერსიმ წაართვა ბურთი და ცარიელ კარში შეაგორა – 1:4.
ბოლო გოლი კი მატჩის სურათის ნათელი დადასტურება იყო: რობენმა ესპანელთა მოსიარულე მცველებს შორიდან გაასწრო, საჯარიმოში მოძროაბებზე დაიჭირა და ზუსტად დაარტყა კარში – 1:5.
და კიდევ სამჯერ გადარჩა ესპანეთი: ერთხელ ლენსს ერთი-ერთზე გამოსვლისას აუღო კასილიასმა და დამატებაზე რობენის ყუმბარაც მოიგერია, ხოლო ბოლოს ლენსმა გააკეთა ცუდი პასი, თორემ სამი ჰოლანდიელი მეკარისა და ერთი მცველის წინააღმდეგ იყო დარჩენილი. სრული ქაოსი სუფევდა ესპანელთა დაცვაში...
ესპანელთა თამაშის კიდევ ერთი ასახვა იყო ფერნანდო ტორესის მომენტიც: ცარიელ კართან მდგომმა რა მოიმოქმედა, ალბათ, მარტო თვითონ იცის. მცველმა ამდენი არ აცალა და განმუხტა ხიფათი.
დელ ბოსკეს გვარიანი მუშაობა მოუწევს, რათა გუნდი ამ შოკიდან გამოიყვანოს. შესძლებს კი?.. აი, ჰოლანდიას კი, წარმოიდგინეთ, რა სიხარულს მოუტანდა ეს გამარჯვება: გაიხსენეთ 2010 წლის მუნდიალის ფინალი.
სალვადორი. "ფონტე ნოვა".
ესპანეთი-ჰოლანდია 1:5 (1:1)
ესპანეთი: კასილიასი, ასპილიკუეტა, რამოსე, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ალონსო (პედრო 63), ჩავი, ინიესტა, სილვა (ფაბრეგასი 77), დიეგო კოსტა (ტორესი 63).
მწვრთნელი:ვისენტე დელ ბოსკე.
ჰოლანდია:სილესენი, ვლარი, დე ვრეი (ველტმანი 77), იანმატი, ბლინდი, დე იონგი, დე გუზმანი (ვიინალდუმი 62), სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ლენსი 80).
მწვრთნელი:ლუის ვან გაალი.
გოლები:1:0 ალონსო (27 პენ), 1:1 ვან პერსი (44), 1:2 რობენი (52), 1:2 დე ვრეი (64), 1:4 ვან პერსი (72), 1:5 რობენი (80).
გაფრთხილება:დე გუზმანი (25), დე ვრეი (41), კასილიასი (65), ვან პერსი (66).
კარში დარტყმა:12 (4)-23(10),ჯარიმა:5:18,კუთხური:4-1თამაშგარე: 5-5ბურთის ფლობის %: 64-36სეივი:5-3
მსაჯი:ნიკოლა რიცოლი (იტალია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045887