Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მასობრივი ფეხბურთი ბრაზილიურად
2014-06-14 11:45 | ნახვები: 5030
“კოპაკაბანას” სპორტული პლაჟი
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
რიო დე ჟანეიროში რამდენიმე პლაჟია, მაგრამ სწორედ “კოპაკაბანა “ ითვლება ადგილად, სადაც მოზარდი ბრაზილიელები ფეხბურთის ანბანს სწავლობენ. არაერთხელ წამიკითხავს და მომისმენია, რომ ბრაზილიელი “ვარსკვლავებიდან” ძალიან ბევრს “კოპაკაბანას” “სკოლა” გაუვლიათ.
რიოში ვიმყოფები და გასაკვირი არაა, რომ თავად მსურდა დავრწმუნებულიყავი წაკითხული და გაგონილი სინამდვილეს თუ შეესაბამებოდა. მართლაც, პლაჟის რამდენიმე ადგილას ვნახე ქვიშაში ფეხშიშველა მოთამაშე ბავშვები, რომლებიც ასაკთან შედარებით ბურთს კარგად ფლობდნენ. ზოგ ადგილზე ჩვეულებრივი კარი იყო, ზოგან კი მის მაგივრობას ქვიშაში “ჩარჭობილი” “შლოპანცები” სწევდნენ. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ბრაზილიელ ბავშვებს ბურთი უჭირდათ და კონსერვის ქილით თამაშობდნენ. თუმცა, ქვიშაში ფეხშიშველა ბურთის გორების ტრადიცია დარჩა და სწორედ ამ დროს ყალიბდება საბაზისო ტექნიკა.
სხვათა შორის, ბავშვები ფეხბურთს არა მხოლოდ პლაჟზე თამაშობენ. საღამოს შინ მიმავალ გზაზე თვალში მომხვდა, რომ გარე განათების შუქზე ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და მოედნებიც გადავსებული იყო. აქვე გეტყვით, რომ მოედნები თბილისისგან განსხვავებით არც კეთილმოწყობილია. მე რაც ვნახე ჩვეულებრივი მიწის საფარი იყო. სწორედ ამ მასობრიობიდან გამომდინარეა, რომ ბრაზილიას თაობები არასოდეს აკლია, თორემ მზა ფეხბურთელები არც იქ იბადებიან. ამის საპირისპიროდ თბილისური მოედნების უმრავლესობა ცარიელია და “ქუჩის ფეხბურთის” ტრადიციას საქართველოში ნელ-ნელა ივიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ “კოპაკაბანაზე” მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობენ. ზოგი ფრენბურთის მოყვარულია და ზოგს “გრეხეთბოლი” უფრო მოსწონს. გამომდინარე იქიდან, რომ რიოში ზამთრის პირია, წყალი ცივია და ოკეანაში ხალხი ცურვას ერიდება. არც სანაპიროა დამსვენებლებით სავსე. წყალში უფრო ბაიდარებით თუ შედიან, ხოლო პლაჟზე ძირითადად ჩამოსულები ირუჯებიან.
ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

ტეგები:
კოპაკაბანა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044529