Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ინგლისი და იტალია მზად არიან, “არენა ამაზონია”?
2014-06-14 13:49 | ნახვები: 3499
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ორი წლის წინათ, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იტალიამ პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისი. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ აპენინელებმა თამაშით აშკარად აჯობეს ბრიტანელებს. ჩეზარე პრანდელის მას შემდეგ ბევრი არაფერი შეუცვლია თავის გუნდში, აი, როი ჰოჯსონმა კი ფაქტობრივად, ახალი ნაკრები შექმნა, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა. მაშინ ჰოჯსონი ერთი თვის მისული იყო გუნდში, ხოლო ამ ორი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო ჩაატარა, ახლა მისი შეგირდები გუნდურად უკეთ ირჯებიან, ამიტომ “იმ” მატჩის გამეორებას ალბათ არ უნდა ველოდოთ.
ინგლისელთა ბანაკში სიახლე ის არის, რომ დენი უელბეკმა ტრავმა მოიშუშა და შეტევაში დენიელ სტარიჯს შეუწყვილდება. დაცვაში მარჯვენა ფრთაზე თავის ადგილს დაიკავებს ასევე მომჯობინებული გლენ ჯონსონი. სტივენ ჯერარდს ცენტრში ჯორდან ჰენდერსონი შეუწყვილდება. იქვე იქნება საუთჰემპტონელი “თავისუფალი მხატვარი” ადამ ლალანა, რომელიც ბოლო დროს ინგლისელთათავის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა.
“ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ახლა წარმატების იმედი გვაქვს. ცხადია, ვღელავთ, მაგრამ ვითარებას ვაკონტროლებთ. ეს მღელვარება უპირატესად შესაძლო უიღბლობას ან მსაჯების შეცდომებს უკავშირება,” – ამბობს ჰოჯსონი.
სტივენ ჯერარდი: “ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და იტალიასთან მატჩისთვის მზად ვართ. საერთოდ, კარგად მოვემზადეთ ჩემპიონატისთვის და ბოლო ამხანაგურმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ. მზად ვართ მთელი გული ჩავდოთ თამაშში და გავიმარჯვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულშემატკივრების თვალში არანაირი გამართლება არ გვექნება.”
რაც შეეხება იტალიელებს, ჩეზარე პრანდელის უყვარს ხოლმე ტაქტიკური სიურპრიზები და სავარაუდოდ რაღაც ახალს ახლაც ვიხილავთ. ვერ ითამაშებს “მილანის” დაშავებული მარცხენა მცველი, ჭაბუკი მატია დე შილიო, რომელმაც ბოლო დროს მყარად მოიკიდა ფეხი ძირითადში. სავარაუდოდ, მის ადგილს იუვენტუსელი ჯორჯო კიელინი დაიკავებს. რაც მთავარია, მწყობრში არიან “აძურას” ტვინი, 35 წლის ანდრეა პირლო და უნიჭიერესი მარიო ბალოტელი.
ჩეზარე პრანდელი: “გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩები გადამწყვეტი არ არის. თუნდაც წინა მუნდიალი გავიხსენოთ, როცა დებიუტში ესპანეთმა შვეიცარიასთან წააგო, მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონი. პირველი მატჩები უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მოგება დადებითად გმუხტავს, ხასიათს გიკეთებს და მეტ ძალას გძენს. ამ მომენტისთვის იტალიის ნაკრები კარგადაა მომზადებული ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, ამიტომ ინგლისელების წინააღმდეგ წარმატების იმედი მაქვს.”
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ, ინგლისურ მედიაში “არენა ამაზონიას” ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა., რომს გადაყვითლებული მინდორი რბილად რომ ვთქვათ, ასეთი დონის მატჩისთვის მოუმზადებელი იყო, თუმცა გუშინ ორივე გუნდმა ივარჯიშა იქ და პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

02:00. მანაუსი. “არენა ამაზონია.” ინგლისი - იტალია
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ჰარტი, ჯონსონი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ლალანა, რუნი, უელბეკი, სტარიჯი
იტალია: ბუფონი, აბატე, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, დე როსი, პირლო, ვერატი, მარკიზიო, კანდრევა, ბალოტელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040556