Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დაცვის დიდოსტატებმა შეტევა დააანონსეს
2014-06-14 15:39 | ნახვები: 2262
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
გამორჩეულად ძნელადპროგნოზირებადი, C ჯგუფის თამაშები დღეს, თბილისის დროით 20 საათზე, ბელუ-ორიზონტის არენაზე გაიხსნება, კოლუმბიისა და საბერძნეთის დაპირისპირებით. სპეციალისტთა დიდი ნაწილი და საბუქმეკერო კანტორები, მცირე უპირატესობას სამხრეთამერიკელებს ანიჭებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხოსეპ პეკერმანის გუნდმა მუნდიალის წინ ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი დაკარგა: რადამელ ფალკაო, ედვინ ვალენსია, ალდო რამირესი და ხოსე ლუის პერლასა.
ცხადია, მთავარი დანაკლისი საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი ფალკაოა, მაგრამ პეკერმანის განცხადებით, მთავარ მეგოლეს რამდენიმე ძალიან კარგი შემცვლელი ჰყავს. სპეციალისტს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დიდი გამოცნობა არც სჭირდება, “პორტუს” თავდამსხმელ ჯექსონ მარტინესს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ბომბარდირს, “რივერპლეიტელ” ტეოფილო გუტიერესს და ევროპის ლიგის მომგებ კარლოს ბაკას (“სევილია”) გულისხმობდა. თავდასხმის ხაზში არც “ჰერტას” წევრი ადრიან რამოსი უნდა დავივიწყოთ – ბუნდესლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა.
ამათ დაუმატეთ კარგი ნახევარმცველები: “ფიორენტინელი” ხუან კუადრადო და “მონაკოელი” ჯეიმს როდრიგესი და მიხვდებით, შეტევაში კოლუმბიას ნამდვილად არ უჭირს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი მდგომარეობაა დაცვაში, სადაც მუნდიალის განაცხადში შეყვანილ ფეხბურთელთა თითქმის ნახევარი სერია A-ს მოთამაშეა. ამასთან, პეკერმანის შეგირდებმა კვალიფიკაციის 16 მატჩში მხოლოდ 13 გოლი გაუშვეს.
აქვე ერთი საინტერესო მომენტიც, რადამელ ფალკაოს მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ კოლუმბიის ნაკრებისგან ბრაზილიაში სიურპრიზებს გაცილებით ნაკლებად ელიან და შეიძლება ეს მომენტი სამხრეთამერიკელებს სასიკეთოდაც კი წაადგეთ.
რაც შეეხებათ ბერძნებს, დიდი ალბათობით ტრადიციულ, დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს მიანიჭებენ უპირატესობას. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა თუნდაც შესარჩევი ციკლი, რომელშიც ფერნანდო სანტოსის გაწვრთნილმა გუნდმა 10 თამაშიდან 8-ში კარი მშრალად შეინახა. სულ კი მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ზედ მუნდიალის წინ კი 3 ამხანაგური მატჩიდან 2 ნულოვანი ფრით დაასრულა.
კოლუმბიასა და საბერძნეთს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ – 1994 წლის 5 ივნისს კოლუმბიელებმა 2:0 მოიგეს.
კოლუმბიისა და საბერძნეთის დღევანდელ შეხვედრას გერმანელი მსაჯი გეიგერი გაუძღვება.
დაბოლოს, ორივე ნაკრების დამრიგებლებმა განაცხადეს, რომ ჩემპიონატის სამი ქულით დასაწყებად იბრძოლებენ.
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, იეპესი, საპატა, არმერო, როდრიგესი, აგილარი, სანჩესი, კუადრადო, გუტიერესი, მარტინესი.
დისკვალიფიკაცია: გუარინი.
საბერძნეთი: კარნეცისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი, კარაგუნისი, მანიატისი, ციოლისი, სალპინგიდისი, სამარასი, მიტროღლუ.

ტეგები:
მუნდიალი 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044922