Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევროპის აფრიკულ-აზიური განთიადი
2014-06-14 16:56 | ნახვები: 1893
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოტ-დივუარი – იაპონია ბრაზილიური მუნდიალის პირველი თამაშია, რომელიც თბილისის დროით გამთენიას – 5 საათზე დაიწყება. ამის და გუნდების კლასის გათვალისწინებითაც, ალბათ ფეხბურთის ბევრი ქართველი ქომაგი ორი საშუალო დონის ნაკრების გამო ღამისთევას ძილს ამჯობინებს. ზოგი დილით ნახავს ჩანაწერს, ზოგიც უბრალოდ, ანგარიშის გაგებით დაკმაყოფილდება. სატურნირო თვალსაზრისით კი მომავალ შეხვედრას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს, C ჯგუფიდან გასასვლელად სერიოზული განაცხადის გასაკეთებლად. კოტ-დივუარისა და იაპონიის შანსებს სპეციალისტები თანაბრად აფასებენ და ბევრი რამ სწორედ მათ პირად დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.
აფრიკელთა ფრანგმა სპეციალისტმა საბრი ლამუშმა მუნდიალზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თუმცა საკმაოდ ასაკოვანი გუნდი ჩაიყვანა. სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა ნაწილმა უკვე 30 წელს გადააბიჯა, ზოგს იქამდე თითქმის აღარაფერი უკლია. თითოოროლა გამონაკლისს შორის კი პირველ ყოვლისა “ტულუზას” 21 წლის მცველი სერჟ ორიეა გამოსარჩევი.
კოტდივუარელებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სირთულე შეხვდათ. მაგალითად, კოლო და იაია ტურეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბოლო ინფორმაციით, ორივე მზადაა სათამაშოდ, მაგრამ სწორედ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, სასტარტო განაცხადში ადგილი გარანტირებული არ აქვთ.
ტურეებისგან განსხვავებით, უკონკურენტოა კოტ-დივუარის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დიდიე დროგბა – “გალათასარაის” 36 წლის ფორვარდი კვლავ უმთავრესი დამრტყმელი ძალაა.
იაპონიის ნაკრების დამრიგებელმა ალბერტო ძაკერონისაც საკმაოდ შეკრული და სტაბილური ძირითადი შემადგენლობა ჰყავს. ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის აზიელთა სასტარტო თერთმეტეულის დასახელებისას მსოფლიოს გამოცემები თითქმის ერთსულოვანნი არიან. მხოლოდ ცენტრალური მცველის პოზიციაზე იასუიუკი კონოსა და მაშატო მორიშიგეს შორის არჩევანის გაკეთებაზე ვერ თანხმდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო “ნიურნბერგელი” ნახევარმცველის, მაკოტო ჰასებეს თამაში, რომელსაც ლამის მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა. არც ამხანაგურ შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ გუნდისთვის ისე საჭირო ფეხბურთელად მიიჩნევა, სავარაუდოდ მინდორზე პირველივე წუთებიდან იქნება.
რაც შეეხება შემტევ ხაზს, დიდი ალბათობით, ცენტრფორვარდ კაკიტანის შედარებით უკნიდან კაგავა, ჰონდა და ოკაზაკი მიეხმარებიან.
კოტ-დივუარი და იაპონიააქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. ერთი შეხვედრა აფრიკელებმა მოიგეს, ორი – აზიელებმა. ბოლო მატჩი 2010 წლის 4 ივნისს შედგა და კოტ-დივუარმა 2:0 იმარჯვა.


სავარაუდო შემადგენლობები:
კოტ-დივუარი:ბერი, ორიე, კოლო ტურე, ბამბა, ბოკა, ტიოტე, დიე, იაია ტურე, კალუ, დროგბა, ჟერვინიო.
იაპონია:კავაშიმა, უტიდა, იოშიდა, კონო, ნაგატომო, ენდო, ჰასებე, კაგავა, ჰონდა, ოკაზაკი, კაკიტანი.
ტეგები:
მუნდიალი 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
2.891605