|
ქართული კვალი რიოში
2014-06-14 17:44 | ნახვები: 6990
123
უცხოეთში ყიფნისას ბუნებრივია გაინტერესებს რამდენად იცნობენ შენ ქვეყანას. საქართველოს შესახებ ბრაზილიაში მწირი ინფორმაცია რომ აქვთ, გასაკვირი არაა. რიო დე ჟანეიროში ქართული დიასპორა არ ცხოვრობს და სხვა მხრივ ადვილი არაა ადგილობრივებს შენს სამშობლოზე წარმოდგენა შეუქმნა.
თუმცა, რიოში ქართული კვალი მაინც აღმოვაჩინე. “კოპაკაბანაზე” ბავშების თამაშის ყურების დროს, ჩემი ყურადღება გვერდით ჩამწკრივებულმა სხვადასხვა ფერებში მოხატულმა დათვების ქანდაკებებმა მიიქციეს. კარგად რომ დავაკვირდი, თითოეული ქანდაკების ქვემოთ სპეციალურ დაფაზე ინგლისური ანბანის ასოების მიმდევრობით ქვეყნების სახელები იყო წარწერილი. ანბანს მივყევი და “ქართულ” დათვსაც მივაგენი. როგორც გავარკვიე, ეს დათვები გერმანელებს დაუმზადებიათ და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულმა მხატვრებმა მოხატეს. “ქართული” დათვი ირაკლი სუმბაძეს გაუფორმებია. მასზე ქართული ანბანის ასოებია გამოსახული. თურმე, ეს დათვები დროდადრო მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში დააქვთ და ხალხს ათვალიერებინებენ. ჩემს გარდა, იქ სხვა ჩასულებიც იყვნენ, რომლებიც ბუნებრივია თავისი ქვეყნის დათვს ეძებდნენ და მასთან ფოტოს იღებდნენ. ამჟამად, დათვები რიოში არიან და მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე, დამთვალიერებლები არ აკლიათ. სად იქნება ე,წ. “მშვიდობის” დათვების მომდევნო ნავთსაყუდელი, ნამდვილად ვერ გეტყვით. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია