Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინელი ფანები სრულ მზადყოფნაში არიან
2014-06-14 18:01 | ნახვები: 3428
არგენტინის ნაკრების ფანები რიო დე ჟანეიროში
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ნელნელა ტემპს კრეფს და გულშემატკივრებიც შესაბამის “ფორმაში” შედიან. რიო დე ჟანეიროში მუნდიალის პირველი მატჩი 15 ივნისს გაიმართება და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინის ნაკრები, არცთუ ხელწამოსაკრავ ბოსნიას “მარაკანაზე” დაუპირისპირდება.
თუ რიოში ყოფნის საწყისი ორი დღის განმავლობაში არგენტინელი ქომაგები თვალში მრავლად არ მომხვედრია, გუშინ მათი რიცხვი უკვე საკმაოდ ბევრი იყო. ამ ხალხის შემჩნევა რთული არაა თავისი ლურჯ-თეთრი მაისურებითა და დროშებით, მითუმეტეს, სადაც არიან, ყველგან ხმაურობენ.
არგენტინელი ქომაგები, ასე ვთქვათ, ჯერ მოთელვას გადიან და დაახლოებით წარმოვიდგინე სტადიონზე თავის გუნდს როგორ გაამხნევებენ. მატჩამდე დიდი დრო არ დარჩა და ამის ნახვის საშუალება უშუალოდ ”მარაკანას” პრესლოჟადან მექნება. ჯერჯერობით, ისინი ქუჩებში ახმაურებენ დოლებს და თანადათან შევსებასაც იღებენ.
რაც შეეხება ბოსნიელ ფანებს, ერთი-ორი შევნიშნე და ისიც იმით მივხვდი, რომ ედინ ჯეკოს წარწერიანი მაისური ეცვათ. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა უდიდესი წარმატებაა, მითუმეტეს შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. არა მგონი მუნდიალზეც ვინმეს რამე დაუთმონ.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050341