|
მედიას ჯერ არგენტინელები შეხვდებიან, შემდეგ ბოსნიელები
2014-06-14 20:46 | ნახვები: 1364
1234
15 ივნისს სტადიონ “მარაკანაზე” არგენტინის ეროვნული გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ორივე გუნდი “მარაკანაზე” ოფიციალურ პრესკონფერენციას ჩაატარებს და ივარჯიშებს. ჟურნალისტების წინ, პირველი არგენტინელთა თავკაცი ალეჯანდრო საბელია წარსდგება. მასთან ერთად ნაკრების ერთ-ერთი წევრი იქნება, რომლის სახელ-გვარი ფიფას ოფიციალურ რელიზში დაკონკრეტებული არაა. არგენტინელების პრესკონფერენცია ბრაზილიის დროით 17:30 საათიდან 18:00 საათამდე გასტანს. შემდეგ, გუნდი 18:15 საათიდან 19:15 საათამდე ივარჯიშებს. როგორც წინასწარაა ცნობილი, ვარჯიში ღია იქნება. ბოსნიელების პრესკონფერენცია 19:45 საათზე დაიწყება და 20:15 საათამდე გასტანს. ამის შემდეგ, გუნდი 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ივარჯიშებს. პრესკონფერენციაზე ბოსნიელებს მთავარი მწვრთნელი საფეტ სუშიჩი და ფეხბურთელი ასმირ ბეგოვიჩი წარმოადგენენ. ამჟამად, როგორც ფიფას მიერ აკრედიტირებული ჟურნალისტი, “მარაკანას” მედიაცენტრში ვიმყოფები და შესაბამისად, ორივე გუნდის პრესკონფერენციასა და ვარჯიშებზე გაზეთ “მსოფლიო სპორტთან” ერთად, საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ც იქნება წარმოდგენილი. მანამდე საპრესკონფერენციო დარბაზი დავათვალიერე და უშუალოდ არენაზე შესვლაც მსურდა, მაგრამ სტიუარდებმა ამიხსნეს, რომ ამას მხოლოდ არგენტინის ვარჯიშის დაწყების დროს შევძლებ. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია