|
კოსტარიკული ცივი შხაპი ურუგვაის
2014-06-15 01:45 | ნახვები: 2996
12345
ურუგვაის ნაკრებმა კლასით დაბალი დონის კოსტა რიკასთან წააგო და ჯგუფიდან გასვლა სათუო გაიხადა. ადრეც ვწერდით, რომ ურუგვაელთათვის ეს ჩემპიონატი გარკვეულად მისტიკურ ხასიათს ატარებს. ისინი ხშირად იმეორებენ - 1950 წლის სასწაულს გავიმეორებთ და “მარაკანაზე” ისევ ავწევთ ოქროს ქალღმერთსო. ამაში მათ ბოლოდროინდელი წარმატებები უმაგრებთ ზურგს - წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვედრა და მომდევნო წელს კოპა ამერიკის მოგება. მაგრამ შაბათ საღამოს მათ აბსოლუტურად გაუმართავი და უკბილო ფეხბურთი ითამაშეს. გამოჩნდა, რომ საკმაოდ სუსტი დაცვა ჰყავთ და ის ჟინიც, რომლითაც გამოირჩეოდნენ, სადღაც გაქრა. მართალია არ ჰყავდათ ტრავმირებული ლუის სუარესი, მაგრამ რაც მათ მეორე ტაიმში კოსტა რიკამ დღე აყარა, ალბათ ურუგვაის დონის გუნდს არ ეკადრება. და პირიქით, სასიამოვნოდ გაგვაოცა კოსტა რიკამ. მართალია, მოწინააღმდეგეს კლასით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ ტაქტიკურად აშკარად დაჯაბნეს. აქვთ სახე, სტრატეგია, გუნდურობა და მოტივაცია.
მიუხედავად იმისა, რომ კოსტარიკელები ხუთი მცველით თამაშობდნენ, პირველი 15 წუთის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნდნ. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მათი სუსტი წერტილი სწორედ დაცვაა და ეს უკვე მე-16 წუთზე გამოჩნდა, როცა ფორლანის ჩაწოდების შემდეგ ცენტრალური მცველები შეცდნენ, მაგრამ კავანიმ მომენტი ვერ გამოიყენა. მანამადე გოდინმა შეაგდო გოლი, მაგრამ მსაჯმა მართებული თამაშგარე დააფიქსირა. Pპირველი გოლი 24-ე წუთზე გავიდა. წინა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა რბილად ჩაჰკიდა მეტოქის საჯარიმოში და იქ კოსტარიკელმა ჟუნიორ დიასმა ურუგვაელთა კაპიტან დიეგო ლუგანოს ორივე ხელი შემოხვია წელზე, ლუგანო ცხადია, წაიქცა და შედეგად კავანიმ ზუსტად გარდასახა თერთმეტმეტრიანი.Mამის შემდეგ კვლავ კოსტარიკელებმა შეუტიეს, გონსალესს ჰქონდა ორჯერ მომენტი, მაგრამ შესვენებამდე ნაღდი საგოლე სიტუაცია ისევ ურუგვაელებმა შექმნეს. 44-ე წუთზე ფორლანმა დაარტყა თავისებურად, უცნაურად, ბურთი მოწინააღმდეგის ერთ-ერთ მცველს მოხვდა და რომ არა მეკარე ნავასის თავგანწირული ნახტომი, ანგარიში ალბათ გაიზრდებოდა. თუმცა, შესვენებამდე აღარაფერი შეცვლილა. Mმეორე ტაიმი გაცილებით კარგი საცქერი და შინაარსიანი გამოდგა. რაც მთლიანად კოსტარიკელების დამსახურებაა. ტემპმა იმატა და მალევე დუარტემ კინაღამ გაიტანა. ეს კინაღამAცოტა ხანში რეალობად იქცა: ფლანგიდან ჩამოწოდებულმა ბურთმა საჯარიმოში ლუგანოს და ბოლანიოსს ჩაუქროლა და ბურთი კემპბელს (რომელიც კოსტარიკელთა რიგებში უდავოდ საუკეთესო იყო) გათანაბრება არ გასჭირვებია. ურუგვაელები ამან ცოტა დააბნია და სანამ გონს მოეგებდნენ დუარტემ დაბალი თავურით მეორედ დააწყებინა მათ ცენტრიდან თამაში. მერე კიდევ უფრო უცნაური რამ მოხდა, წესით ურუგვაის უნდა შეეტია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. უფრო მეტიც, კოსტარიკელები მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, ერთეხელ იმავე კემპბელმა დაარტყა შორიდან ძალიან სახიფათოდ. მერე კი შცვლაზე რამდენიმე წამის შესულმა ურენიამ მესამეც გაიტანა და საქმე მოამთავრა. ბოლოსკენ ურუგვაელები ძალიან ანრვიულდნენ და მაქსი პერეირამ მსაჯს წითელი ბარათიც გამოსტყუა. ეს პირველი გაძევება გახლდათ წლევანდელ მუნდიალზე. ურუგვაი – კოსტა რიკა 1:3 (1:0) ფორტალეზა. “ესტადიო ადერალდო კასტელო.” ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, მაქსი პერეირა, კასერესი, გოდინი, როდრიგესი (ერნანდესი 76), გარგანო (გონსალესი 60), არევალო, ფორლანი (ლოდეირო 60) , კავანი, სტუანი მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი კოსტა რიკა: ნავასი, უმანია, დიასი, დუარტე, გამბოა, გონსალესი, ბორხესი, ბოლანიოსი (ბარანტესი 89), ტეხედა (კუბერო 75), რუისი (ურენია 83), კემპბელი მწვრთნელი: ჟორჟე პინტო გოლები: 1:0 კავანი (24 პენალტით), 1:1 კემპბელი (54), 1:2 დუარტე (57), 1:3 ურენია (84) გაფრთხილება: ლუგანო (50), გარგანო (36), კასერესი (81) გაძევება: მაქსი პერეირა (90+4) მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 5(4)-4(8), ჯარიმა: 19-26, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 6-2, სეივი: 1-4 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია