Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შვეიცარია და ეკვადორი მე-2 ადგილისთვის ბრძოლას იწყებენ
2014-06-15 04:53 | ნახვები: 2085
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი თამაში, თბილისის დროით 20 საათზე, მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში, ბრაზილიაში გაიმართება. მასში ერთმანეთს მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები, შვეიცარია და ეკვადორი დაუპირისპირდებიან. აქედან გამომდინარე, ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ “ესტადიო ნასიონალზე” გასამართი დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ.
შვეიცარია და ეკვადორი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ჰიტცფელდის გუნდს სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლებთან ცუდი სერია აქვს – შვეიცარიელებმა ბოლო 4 თამაში წააგეს. ევროპელთა სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ისინი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, გოლს თითქმის არ უშვებენ. ბოლო 7 თამაშში მათ კარში მხოლოდ 1 გოლი გავიდა. ამას ისიც ემატება, რომ შვეიცარიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად გაიარეს და გასაკვირი არაა, რომ დღევანდელი შეხვედრის ფავორიტებად სწორედ ისინი მიიჩნევიან.
შვეიცარიელთა მეტოქე ის გუნდი იქნება, რომელიც ძალიან ხშირად კი უტევს, მაგრამ ეს გატანილი გოლების რაოდენობაზე არ აისახება. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ საკვალიფიკაციო ციკლში, სამხრეთ ამერიკის ზონაში, ეკვადორელებმა კარში ყველაზე მეტჯერ, 201-ჯერ დაარტყეს, მაგრამ ფინალურ ეტაპზე მოხვედრილი 5 გუნდიდან ყველაზე ნაკლები გოლი სწორედ მათ გაიტანეს. რეინალდო რუედას გუნდს 1 გოლის გასატანად 10 დარტყმა ჭირდება.
თუ დღევანდელმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ეს იქნება ეკვადორის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები პირველი ფრე. წინა 7 შეხვედრიდან, სამხრეთ ამერიკელებმა კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ მოახერხეს და სამივე მათგანი მოიგეს, ხოლო გოლი ოთხ თამაშში გაუშვეს და ოთხივე წააგეს.
ოტმარ ჰიტცფელდს, პირველი მატჩის წინ, საკადრო პრობლემები არ აქვს, რასაც რეინალდო რუედაზე ვერ ვიტყვით. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ეკვადორელებს ნახევარმცველი სეგუნდო კასტილიო გამოაკლდა. ამას ისიც ემატება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ ერთი შუახაზელის, კრისტიან ნობოას მოედანზე გამოჩენაც.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი პრობლემა მსაჯობაა. დღევანდელ შეხვედრას უზბეკი არბიტრი რავშან ირმატოვი განსჯის. ეს სწორედ ის მსაჯია, 2010 წლის მუნდიალის გახსნით მატჩში რომ მიიღო მონაწილეობა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იმედი ვიქონიოთ, ამჯერადაც ასე მოხდება.

20:00, ბრაზილია, “ესტადიო ნასიონალი”, შვეიცარია-ეკვადორი
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია (4-2-3-1):ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, შერი, როდრიგესი, ინლერი, ქსაკა, შაქირი, მეჰმედი, შტოკერი, დრმიჩი.
ეკვადორი (4-4-2):დომინგესი, პარედესი, ერასო, გუაგუა, ვ. აიოვი, ა. ვალენსია, მენდესი, ნობოა, მონტერო, ე. ვალენსია, კაისედო.
მსაჯი:რავშან ირმატოვი (უზბეკეთი).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045473