Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იტალიამ ინგლისს ისევ მოუგო
2014-06-15 05:14 | ნახვები: 4888
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
დღის და ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იტალიელების გამარჯვებით დამთავრდა, ისევე, როგორც ორი წლის წინათ ევროპის ჩემპიონატზე. ამჟამდ აპენინელებს უფრო დაბალანსებული და შეკრული გუნდი ჰყავთ. როი ჰოჯსონმა კი ძალიან გააახალგაზრდავა ნაკრები და მათი ცქერა მართლაც საინტერესოა. საკუთრივ თამაშიც, სიცხის მიუხედავად, კარგი სანახავი გამოდგა. ჰოჯსონმა აგრესიული შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, სამი ნომინალური თავდამსხმელით – რუნი, უელბეკი და სტარიჯი. თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუნი ცოტა უკან დახეული იქნებოდა, ხოლო უელბეკი ფრთაზე ითამაშებდა. თავიდანMმარცხნიდან სტერლინგი უტევდა, მეორე ტაიმში კი მარჯვნივ გადაიწია. ჯერარდს კი საყრდენ ზონაში პარტნიორობას თანაკლუბელი ჰენდერსონი უწევდა. იტალიელებს წინ ბალოტელი ჰყავდათ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია. პირლო ჩვეულებისამებრ დირიჟორობდა “აძურას” თამაშს, დაშავებული ბუფონის ადგილი კი პსჟ-ს კიპერმა სირიგუმ დაიკავა.
Uუკვე მე-4 წთზე სახიფათოდ დაარტყა სტერლინგმა, ბურთი გარედან შეეხო კარის ბადეს. მალევე ჰენდერსონმა სცადა თავის გამოჩენა, მაგრამ სირიგუმ მოიგერია მისი დარტყმული. ნელ-ნელა იტალიელებმა თამაში დააწყნარეს და ბურთის კონტროლი დაიწყეს. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, კანდრევამ პირლოს მისცა პასი მაგრამ “პროფესორმა” მახვილგონივრულად გაატრა და ბურთი მარკიზიოს მიუვიდა, რომელმაც კუთხეში, აუღებელი დაურტყა ჰარტს. ინგლისელებმა ორიოდ წუთში გაათანაბრეს. სტერლინგმა მარცხენა ფრთაზე რუნი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა და სტარიჯმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კიდევ იყო. საჯარიმოს კიდესთან მყოფი ბალოტელი უცებ შემობრუნდა და ჰარტს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ცარიელი კარიდან ბეინსმა გამოიტანა.
ინგლისელებმა მეორე ტაიმიც ცოცხლად დაიწყეს, თუმცა ისევ “ჩავარდა” ბეინსის ფრთა. კანდრევამ ფინტით ჩამოიცილა ლეიტონი და შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც ყველას ბალოტელიმ დაასწრო და ბურთი თავით გადაგზავნა კაში. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ინგლისელები ცდილობდნენ, მაგრამ მწყობრი თამაში არ გამოსდიოდათ, უფრო ინდივიდუალური გარღვევებით ერთობოდნენ, რასაც შდეგი არ მოჰყოლია. ბოლოსკენ ყველას ეგონა, რომ ჰოჯსონის შეგირდები რაღაც შტურმის მაგვარს მოაწყობდნენ, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.
ინგლისი – იტალია 1:2 (1:1)
მანაუსი. “არენა ამაზონია.” 39 800
ინგლისი: ჰარტი, იაგიელკა, ჯონსონი, ბეინსი, კეჰილი, ჯერარდი, ჰენდერსონი (უილშირი 73), სტერლინგი, რუნი, სტარიჯი (ლალანა 80), უელბეკი (ბარკლი 61)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
იტალია: სირიგუ, ბარძალი, პალეტა, კიელინი, დარმიანი, დე როსი, პირლო, მარკიზიო, კანდრევა (პაროლო 79), ვერატი (ტიაგო მოტა 57), ბალოტელი (იმობილე 73)
მწვრთელი: ჩეზარე პრანდელი
გოლები: 0:1 მარკიზიო (35), 1:1 სტარიჯი (37), 1:2 ბალოტელი (50)
გაფრთხილება: სტერლინგი (90+2)
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 8 (10)-5(7), ჯარიმა: 18-8, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 1-7, სეივი: 3-7

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.048942