Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დროგბას ფაქტორი და აფრიკული ტაიმბოლი
2014-06-15 10:07 | ნახვები: 2874
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
კოტ’დივუარის ნაკრების ახალბედა თავკაცმა საბრი ლამუშიმ მუნდიალის პირველი შეხვედრა ისეთი რისკიანი გადაწყვეტილებით დაიწყო, “სპილოებს” სამი ქულა რომ არ აეღოთ, ალბათ ყველა მისკენ გაიშვერდა თითს. ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის მთავარი მეგოლე, კოტ’დივუარის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დიდიე დროგბა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. მის მაგივრად კი სასტარტო განაცხადში სუონსელი ვილფრიდ ბონი შეიყვანა. იაპონიასთან მატჩის წინ ჩამოწერილ ლამუშის თერთმეტეულში არც გამოცდილი კოლო ტურესთვის გამოინახა ადგილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზის პოვნა გაცილებით ადვილია – “ლივერპულის” უკანახაზელს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი ავადმყოფობის გამო გაუცდა და როგორც ჩანს, სასურველ ფორმაში ჯერ ვერაა.
იაპონელთა იტალიელმა დამრიგებელმა ალბერტო ძაკერონიმ კი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა და თამაშის დასაწყისშივე გაიხარა – მე-16 წუთზე კეისუკე ჰონდამ იაია ტურეს აჯობა, გვერდი აუარა და აფრიკელთა კარის დარაჯ ბუბაქარ ბერის ათიოდე მეტრიდან ახლო ცხრიანში გაუტანა.
დაწინაურებიდან ხუთ წუთში აზიელებს უპირატესობის ორ ბურთამდე გაზრდაც შეეძლოთ – მარჯვენა მცველი აცუტო უჩიდა მეტოქის საჯარიმოში თავისი ფლანგიდან შეიჭრა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მალევე, ბონიმ ჰონდას არ შეასრულებინა დუბლი. შემდეგ კი იაპონიამ ინიციატივა ნელ-ნელა დაკარგა და ტაიმის ბოლომდე მეტოქეს რამდენიმე სახიფათო შეტევის განხორციელების საშუალება მისცა. ლამუშის შეგირდები ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას, მაგრამ ტურემ, სალომონ კალუმ და არტურ ბოკამ ორ-ორჯერ კარის ჩარჩოს ვერ დაუმიზნეს, ხოლო რაც კარში გაუშვეს, მეკარე ეიჯი კავაშიმამ აიღო.
43-ე წუთზე ტურემ მეკარის ბაქანზე მდგომ კალუს თავზე დაასვა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი ძალიან უხეიროდ დაარტყა.
კოტ’დივუარმა სათამაშო უპირატესობა შესვენების შემდეგაც შეინარჩუნა, მაგრამ საქმეს მანამ არ ეშველა, ვიდრე ლამუშიმ მინდორზე დროგბა არ შეუშვა. “გალათასარაის” 36 წლის ფორვარდმა თამაში (და თანაგუნდელები) უმალ გამოაცოცხლა. სწორედ ეს ახალი შემართება გახდა მატჩის სცენარის აბსოლუტურად შეცვლის მიზეზი.
მატჩში ლიდერის ჩართვიდან ხუთიოდ წუთში აფრიკელები უკვე 2:1 იგებდნენ, ისე, რომ თავად ლიდერს არც ერთ გოლში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. ორწუთიან მონაკვეთში კოტ’დივუარმა ორი ტყუპისცალი გოლი გაიტანა. “ტულუზას” 21 წლის მცველმა სერჟ ორიემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ჯერ ბონის დაასვა თავზე, შემდეგ – ჟერვინიოს.
იაპონელები ორმა სწრაფმა გოლმა და ანგარიშში ჩამორჩენამ ისე დააბნია, თამაშის ბოლომდე ერთი ხეირიანი კომბინაციის განხორციელებაც ვეღარ შეძლეს. კოტ’დივუარმა კი უპირატესობის გაზრდის სამი შანსი გაუშვა ხელიდან. ამ სამიდან ორი მომენტი დროგბამ შექმნა: ჯერ ძლიერი საჯარიმო დარტყმა აუღო მეკარემ. შემდეგ კი ბრაზილიურ მუნდიალზე საკუთარი ანგარიშის გახსნამდე სიზუსტე დააკლდა.
რესიფი
კოტ-დივუარი – იაპონია 2:1 (0:1)
კოტ-დივუარი: ბერი, ბოკა (აკპა-აკპრო 75), სოკორა, ბამბა, ორიე, დიე (დროგბა 62), ტიოტე, იაია ტურე, კალუ, ბონი (ია კონანი 78), ჟერვინიო.
მწვრთნელი: საბრი ლამუში.
იაპონია: კავაშიმა, ნაგატომო, იოშიდა, მორიშიგე, უჩიდა, ჰასებე (ენდო 54), იამაგუჩი, კაგავა (კაკიტანი 86), ჰონდა, ოკაზაკი, ოსაკო (ოკუბო 67).
მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი.
გოლები: 0:1 ჰონდა (16), 1:1 ბონი (64), 2:1 ჟერვინიო (66).
გაფრთხილება: იოშიდა (23), ბამბა (54), სოკორა (58), მორიშიგე (64)
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 9(10)-4(3), ჯარიმა: 12-13, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-7.


ტეგები:
მუნდიალი 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.209939