Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პრანდელიმ ფიფა გააკრიტიკა
2014-06-15 12:09 | ნახვები: 3942
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ, ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ (2:1), პრესკონფერენციაზე თავდამბლობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ ინგლისელებს "სკუადრა აძურასგან" განსხვავებით უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.
"დიდებული მატჩი ჩავატარეთ იმ ნაკრებთან, რომელიც მუნდიალზე ერთ-ერთი უძლიერესია. ლოგიკურად, ინგლისელებს უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენი მოთამაშეები ტექნიკურობით გამოირჩევიან და ეს დავამტკიცეთ. განვლილ შეხვედრაში ცენტრში პირლო, ვერატი და დე როსი კარგად ირჯებოდნენ, ბურთს ვაკონტროლებდით და ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა." _ განაცხადა პრანდელიმ.
იტალიურ RAI Sport-თან საუბრისას, "სკუადრა აძურას" თავკაცმა, მანაუსში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო ფიფა გააკრიტიკა.
"ფეხბურთელებს სიცხის გამო ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ და ფიფას მხრიდან ეს სიგიჟე იყო. მათ თუ სანახაობრივი ფეხბურთის ხილვა უნდათ, მოთამაშეებს მცირეხნიანი შესვენების საშუალებაც უნდა მისცენ."
შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ, D ჯგუფში იტალიის და კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებები პირველ-მეორე ადგილს იყოფენ და აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 20 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045746