Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინა გზას იწყებს, ბოსნია დებიუტისთვის ემზადება
2014-06-15 14:00 | ნახვები: 3745
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფი გვიან ღამით, თბილისის დროით 2 საათზე ამ ოთხეულის ცენტრალური შეხვედრით იწყება. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ, სპეციალისტები არგენტინისა და ბონია-ჰერცეგოვინის ნაკრებების შეხვედრას ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევენ და ახლა გუნდებს მათი იმედების გამართლება მართებთ.
ბოსნიელები პირველად თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატზე და და ზოგადად დიდ საფეხბურთო ტურნირზე, მაგრამ მეტოქეთა ძალის გათვალისწინებით, პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვთ. არგენტინა გამორჩეული ფავორიტია, მაგრამ ირანისა და ნიგერიის ძლევა მათ აშკარად ხელეწიფებათ.
ბალკანელები სადებიუტო მატჩს აშკარა ფავორიტებთან მართავენ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც თუნდაც ფრე მათთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება. ბოსნიელებს ქულის აღებაში, შესაძლოა, მეტოქის პრობლემები დაეხმაროს. ეს განსაკუთრებით თავდასხმის ხაზზე ითქმის, სადაც ალეხანდრო საბელია კარლოს ტევესს ჯიქურ არ ეძახის, გონსალო იგუაინსა და როდრიგო პალასიოს კი, ამ თამაშის გამოტოვება დაზიანებების გამო მოუწევთ. და მაინც, ეს არგენტინის ნაკრებია, სადაც აგუერო, ლავესი, მაქსი როდრიგესი, რიკი ალვარესი და რაღა თქმა უნდა, ლიონელ მესი თამაშობენ. აქედან გამომდინარე, მწვრთნელს ძლიერი შემტევი ხაზის შეკვრა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ იგუაინის მსგავსი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი შესაძლოა, მაინც დააკლდეს.
ამ მხრივ ბოსნიელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ. ჟოზე მოურინიოს ვერსიით, ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ედინ ჯეკო სრულ მზადყოფნაშია, რაც იმის მაუწყებელია, რომ არგენტინელ მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯეკოს მხარდაჭერა პიანიჩისა და მისიმოვიჩის მხრიდან ექნება, რომლებიც მას კარგი გადაცემებით აუცილებლად მოამარაგებენ.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ყველაზე სუსტი წერტილი დაცვის ხაზი იქნება, თუმცა, ბოლო შედეგები საპირისპიროზე მეტყველებს - მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩატარებულ ხუთ ამხანაგურ მატჩში, არგენტინას ერთი გოლიც არ გაუშვია. გასულ შემადგომაზე მათ მშრალი ანგარიშით ბოსნიაც დაამარცხეს (2:0). მას შემდეგ ბოსნიელები ეგვიპტესთანაც დამარცხდნენ, მაგრამ ახლახანს ორი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხეს – კოტ’დივუარი (2:1) და მექსიკა (1:0). ბოსნიას სალიხოვიჩი ჰყავს ტრავმირებული, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები კი, არცერთ გუნდში არ არიან.
საინტერესო ფაქტები
არგენტინის ნაკრები ყველაზე ასაკოვანი გუნდია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის - საშუალო ასაკი 28,9
არგენტინის ნაკრები ერთადერთი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის შემადგენლობაშიც 24 წელზე ნაკლები არცერთი მოთამაშე არ ირიცხება
ბოსნიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბრაზილიაში დებიუტი ექნება მსოფლიოს ჩემპიონატებზე

სავარაუდო შემადგენლობები
არგენტინა:რომერო, საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო, გაგო, მასკერანო, დი მარია, აგუერო, მესი, ლავესი.
ბოსნია:ბეგოვიჩი, მუიჯა, შუნიჩი, სპახოვიჩი, კოლაშინაცი, ჰაიკოვიჩი, ბეშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი, მასიმოვიჩი, ჯეკო.
ტეგები:
მუნდიალ 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044558