Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მსოფლიო ჩემპიონატს რიო დე ჟანეიროში “მსოფლიო სპორტი” და worldsport.ge-ც იწყებენ
2014-06-15 20:35 | ნახვები: 6281
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
1950 წლის შემდეგ, “მარაკანაზე” მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი პირველად 15 ივნისს ჩატარდება და ამ ისტორიული მოვლენის მომსწრე, პლანეტის სხვა მასმედიის საშუალებებთან ერთად, გაზეთი “მსოფლიო სპორტი” და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ც არიან.
ფიფას მიერ მსოფლიო პირველობისთვის ჟურნალისთვის გაცემული საერთო აკრედიტაციის გარდა, ყოველ მატჩზე დასასწრებად სპეციალური მედია ბილეთია საჭირო. არგენტინა - ბოსნიის შეხვედრისთვის კუთვნილი ბილეთის ასაღებად რეკონსტრუირებულ “მარაკანაზე” დილიდან გავემართე.
მედიისთვის გამოყოფილ საგანგებო შესასვლელში მეტალოდეტექტორით შემოწმებას გადიხარ და მედია ცენტრში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები. ბილეთი უპრობლემოდ ავიღე და ჯგუფურ ეტაპზე “მარაკანაზე” ამის გარდა, კიდევ სამ თამაშს დავესწრები: ესპანეთი – ჩილე (18 ივნისი), ბელგია-რუსეთი (22 ივნისი) და საფრანგეთი –ეკვადორი (25 ივნისი). პლეი ოფების მედია ბილეთების მისაღებად, ჯგუფური ეტაპის დასრულების მერე, ფიფაში განაცხადი ცალკე უნდა გააკეთო.
“მარაკანაზე” დილიდანვე ხალხმრავლობაა. ყველაზე მეტი არგენტინელი გულშემატკივრები არიან. ჩვეულებისამებრ მღერიან, დოლებს აბრახუნებენ, ზოგი კი ენერგიას მომავალი შეხვედრისთვის ინახავს. მედია შესასვლელთან ერთ-ერთი არგენტინელი გულშემატკივარი გოგონა სტიუარდს ბილეთს თხოვდა. ეხვეწებოდა იქნებ ერთი მაინც გქონდესო. პასუხად კი მიიღო, რომ ყველა ბილეთი გაყიდულიაო.
მედია ცენტრიდან პრესისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ასასვლელი ლიფტითაა. პრესლოჟა დავათვალიერე და სამუშაოდ კარგი პირობებია შექმნილი. თითო მაგიდაზე ორ-ორი ჟურნალისტის ადგილია. ორივეს ცალკე აქვს დენისა და ინტერნეტის წყაროები გამოყოფილი. პლუს მაგიდებზე სანათები და პატარა ეკრანია. ამ უკანასკნელში შეგიძლია ვიდეოგამეორებებს უყურო. მაგიდები ერთმანეთისგან მინის ტიხრითაა გამოყოფილი. მატჩი ბრაზილიის დროით 19 საათზე იწყება და სხვა ჟურნალისტების მსგავსად მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ლაშა თაბაგარი სპეციალურად worldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.051358