Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საფრანგეთის იოლი მოგება და საქმეში ნანახი ახალი ტექნოლოგია
2014-06-16 01:39 | ნახვები: 3875
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
E ჯგუფის მე-2 მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთმა ჰონდურასის ნაკრები იოლად დაამარცხა. პორტუ ალეგრეში გამართული თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქარიმ ბენზემა მოგვევლინა, რომელმაც 2-ჯერ თავად გაიტანა, ერთხელ კი მეტოქის მეკარეს გაატანინა.
საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 3 გათამაშების პირველ თამაშში გოლი არ ჰქონდა გატანილი. ეს ტრადიცია ჰონდურასთან გამართული შეხვედრის 43-ე წუთზე დაირღვა.
დიდიე დეშამის გუნდს რომ არ გაუჭირდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასელები მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ტაიმის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე, ვილსონ პალასიოსმა პოგბა საპენალტედ წააქცია და ამას ისიც დაემატა, რომ ჰონდურასელთა მე-8 ნომერმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო. ბენზემამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი საფრანგეთი წინ გაიყვანა.
მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ბენზემას მორიგ დარტყმას კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ ნოელ ვალიადარესს და ამის შემდეგ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს დავუჯერებთ, კარის ხაზი გადაკვეთა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი შემთხვევაა, როდესაც კარის აღება სწორედ ახლად დანერგილი ტექნოლოგიების საშუალებით დაფიქსირდა.
მე-2 გოლი ჰონდურასელთა მეკარეს ჩაუთვალეს, მაგრამ ბენზემამ დუბლის გაფორმება მაინც მოახერხა. 26 წლის თავდამსხმელმა, 72-ე წუთზე, დებუშის დარტყმულს ძლიერად დაამატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფრანგეთი-ჰონდურასი 3:0 (1:0)
პორტუ ალეგრე, “ბეირა-რიო
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი, დებუში, ვარანი, საკო, ევრა, პოგბა (სისოკო 57), კაბაიე (მავუბა 65), მატუიდი, ვალბუენა (ჟირუ 78), ბენზემა, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
ჰონდურასი (4-4-2): ვალიადარესი, ბეკელესი, ბერნარდესი (ჩავესი 46), ფიგეროა, იზაგირე, ნახარი (კლაროსი 58), გარიდო, პალასიოსი, ესპინოსა, ბენგტსონი (გარსია 46), კოსტლი.
მწვრთნელი: ლუის სუარესი.
გოლები: 1:0 ბენზემა (43, პენ), 2:0 ვალიადარესი (48, ს.კ.), 3:0 ბენზემა (72).
გაფრთხილებები: ევრა 7, პოგბა 28, კაბაიე 45+2 - პალასიოსი 28, გარსია 53, გარიდო 83.
გაძევება: პალასიოსი 43.
მსაჯი: სანდრო რიკი (ბრაზილია).
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 20 (10)-4 (2), კუთხური: 8-0, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-7, ჯარიმა: 13-14.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042803