Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რონალდუთი და შვაინშტაიგერის გარეშე
2014-06-16 12:21 | ნახვები: 3560
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
G ჯგუფის უმთავრესი მატჩი ორშაბათს, 16 ივნისს სალვადორის “ფონტა ნოვას” (აშენებულია 2013 წელს) სტადიონზე ჩატარდება. გერმანიისა და პორტუგალიის დაპირისპირებაში დიდწილად ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვევა. ეს თუ რომელიმე ნაკრები მოგებას მოახერხებს. ორივე გუნდის გულშემატკივართა და მწვრთნელთა მთავარი საფიქრალი კრიშტიანუ რონალდუს ტრავმაა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, პორტუგალიელთა ლიდერი გერმანელთა წინააღმდეგ ითამაშებს. ალემანთა დანაკლისს რაც შეეხება, სავარაუდოდ იოაჰიმ ლიოვი შეუძლოდ მყოფ ბასტიან შვაინშტაიგერს დაასვენებს.
გერმანიის ეროვნული გუნდი გააზრებულ მოქმედებებს უხამებს დაცვასა და განსაკუთრებით შუა ხაზსა და შეტევაში, ყველა მანევრი და შემდეგი სვლა გათვლილია, გულშემატკივრები და სპეციალისტები ყოველ მატჩში გერმანიის ნაკრების სოლიდურ ასპარეზობას ადევნებენ თვალს.
გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებმა იციან, რომ იოაჰიმ ლიოვმა ბრაზილიაში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, ”დორტმუნდელი” მარკო როისი ვერ წაიყვანა. მარკოს ტრავმა გერმანიისთვის სერიოზული დარტყმაა - დორტმუნდელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ბრწყინვალე ფორმაში იყო და ყველა გერმანული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ადასტურებდა, რომ გერმანელებს მუნდიალზე ყველაზე მეტად სწორედ როისის ეიმედებოდათ.
მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ისტორიის საუკეთესო გოლეადორს, მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვება შეუძლია - ამისათვის მას ბრაზილიაში მინიმუმ 2 გოლის გატანა სჭირდება. მუნდიალებზე კლოზეს ანგარიშზე 14 გოლია, საუკეთესო კი ბრაზილიელი რონალდო გახლავთ - 15 გოლით. ამასთან ლიოვი დღეს კლოზეს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას არ აპირებს, “მიროს” შეცვლაზე მინდორზე გასვლა კი მატჩის მსვლელობაზეა დამოკიდებული.
პორტუგალიელთა სათამაშო სტილს რაც შეეხება, როგორც კეირუშის, ასევე ბენტუს მთავარმწვრთნელობისას პირინეელები 4-3-3 ტაქტიკური სქემით თამაშობენ. გუნდის შეტევებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც ვინგერები, ასევე განაპირა მცველები. ეს უპირველესად ნაკრების საკადრო სპეციფიკითაა გამოწვეული. გამონაკლისი არც 16 ივნისს გასამართი შეხვედრაა.
პორტუგალიამ წინასამუნდიალოდ ბოლო ტესტ-მატჩი ირლანდიასთან გამართა და მომავალი ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს 5:1 მოუგო. იმ მატჩში პეპემ მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, ამჯერად კი მადრიდის “რეალის” უკანახაზელი პორტუგალიელთა სასტარტოში იქნება.
გერმანელთა და პორტუგალიელთა დაპირისპირებას არც შეეხება, ეს გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ალემანთა მხარესაა. მათ 9-ჯერ მოახერხეს პირენელთა ძლევა, 3-ჯერ დამარცხდნენ და 5-ჯერ დაუზავდნენ. ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში კი გერმანელები პორტუგალიას ამარცხებდნენ.
20.00. სალვადორი. “ფონტე ნოვა”. გერმანია-პორტუგალია
სავარაუდო შემადგენლობა
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, დურმი, ხედირა, ლამი, მიულერი, იოზილი, პოდოლსკი, გიოტცე.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიუ, კოენტრაუ, პეპე, ალვეში, პერეირა, მოუტინიუ, კარვალიუ, მეირელეში, რონალდუ, ალმეიდა, ვარელა.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.053223