Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შედეგიანი თამაშის მოლოდინში
2014-06-16 12:24 | ნახვები: 1983
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატების ბოლო მატჩებში შედეგიან თამაშს აჩვენებენ მაყურებელს. აქედან გამომდინარე, მათი დაპირისპირების დროს გულშემატკივრები საინტერესო და შედეგიან თამაშს ელიან.
მუნდიალის სასტარტო მატჩისთვის მზადების მიზნით განამ ტესტ-მატჩი ჩაატარა სამხრეთ კორეის ნაკრებთან და აზიელები 4:0 გაანადგურა. აფრიკელი “შავი ვარსკვლავების” ბოლო სამზადისს ამერიკელთა ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი თანაგუნდელებთან ერთად დაესწრო და ნამატჩევს შემდეგი კომენტარი გააკეთა: “განის ეროვნულ გუნდს პატივს ვცემთ. რთული და სახიფათო მოწინააღმდეგეა. განელთა რიგებს ისეთი ფეხბურთელები იცავენ, რომლებიც კარგად უხამებენ ერთმანეთს ათლეთურ მომზადებასა და ტექნიკას. 4 წლის წინანდელ მუნდიალზე მერვედფინალში სწორედ განამ დაგვამარცხა. შევეცდებით რევანშის აღებას. ისე კი, წლეულს განას სხვა გუნდი ჰყავს იმასთან შედარებით, რომლითაც მაყურებლის წინაშე სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგა”.
სამხრეთკორეელებთან სატესტო ასპარეზობის მსვლელობისას განელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ფორვარდმა მაჯიდ უორისმა თეძოს სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა, წლევანდელ მუნდიალზეც ვეღარც ითამაშოს.
განა ჩვეულებისამებრ 4-2-3-1 განლაგებით თამაშობს. მცველთა კვარტეტი ხშირად იცვლება, ნახევარდაცვაში კი კვადვო ასამოა მუდმივად ასპარეზობს. მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ ესიენი და მუნტარი. განელებს თავდასხმის ხაზიც მაღალი კლასის გამოცდილი ფეხბურთელებით ჰყავს დაკომპლექტებული.
ამერიკელებმა ბოლო წლებში მათთვის დამახასიათებლად იოლად დაძლიეს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ბარიერი. წარმატების საფუძველი საკუთარ მინდორზე ჩატარებული ასპარეზობებია. იურგენ კლინსმანის რჩეულებმა აშშ-ში გამართული ყველა შესარჩევი შეხვედრა მოიგეს, ამასთან საწყის 4 მატჩში საკუთარი კარი ”მშრალად” შეინახეს. გასვლაზე ამერიკელებმა კოსტა რიკასთან, ჰონდურასსა და ანტიგუა-ბარბუდასთან წააგეს, თუმცა, მთლიანობაში მუნდიალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვეს.
განისა და ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ერთადერთხელ შეხვდნენ და ის მატჩი აფრიკელთა მოგებით დასრულდა.
02.00. ნატალი. “არენა დაშ დუნიაში”. განა-აშშ
სავარაუდო შემადგენლობა
განა (4-2-3-1): დაუდა, აფული, მენსა, ბოიე, ასამოა, რაბიუ, მუნტარი, ატსუ, ბოატენგი, აიეუ, გიანი.
აშშ (4-4-1-1): ჰოვარდი, ბიზლი, ბესლერი, კამერონი, ჯონსონი, დევისი, ბრედლი, ჯოუნსი, ზუსი, დემპსი, ალტიდორი.
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.069899