Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“მარაკანაზე” ძეგლს დიდი დამსახურება უნდა
2014-06-16 18:51 | ნახვები: 6630
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიაში ფეხბურთელად რომ გაღიარონ, დიდი ოფლი უნდა დაღვარო, ხოლო ძეგლი რომ დაგიდგან ეს უდიდესი აღიარებაა. თუ რაიმე განსაკუთრებული არ გაგიკეთებია, მსგავსი რამ გამორიცხულია. აი, ძეგლი “მარაკანაზე” კი, ეს სულ სხვა დატვირთვაა.
2009 წელს ზიკოს, რომელსაც ბრაზილიელები “თეთრ პელესაც” უწოდებდნენ, “მარაკანაზე” ძეგლი გაუხსნეს, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე. ის სტადიონის ერთ-ერთ ჰოლშია. ზიკო რომ ძალიან მაღალი დონის ოსტატი იყო, ამას მტკიცება არ სჭირდება. გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში, მას გამუდმებით მარადონას ადარებდნენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის ისეთ აღიარებულ ოსტატებზე, როგორიც მიშელ პლატინი და კარლ-ჰაინც რუმენიგე იყვნენ.
მისი ძეგლი “მარაკანაზე” სიმბოლურია, რადგან ხსენებული სტადიონი “ფლამენგოს” საშინაო არენაა. კლუბის, რომელსაც ბრაზილიის მასშტაბით ყველაზე მეტი, 36 მილიონი ქომაგი ჰყავს. ზიკომ კარიერის უდიდესი ნაწილი “ფლამენგოში” გაატარა და დღემდე “ფლას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად რჩება 731 მატჩში 508 გოლი. ჩატარებული შეხვედრების მიხედვით კი, კლუბის ისტორიაში მეორეა. საერთო ჯამში მას კარიერრაში 1180 თამაში ჩაუტარებია და მეტოქეთა კარი 826-ჯერ აუღია,
“ფლამენგოს” შემადგენლობაში ბრაზილიის ჩემპიონობა 4-ჯერ: 1980, 1982, 1983 და 1987 წლებში მოუგია. 1981 წელს ლიბერტადორესის თასს დაეუფლა, ხოლო იმავე წელს საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართა. ბრაზილიის ნაკრების მაისური მან 88-ჯერ მოირგო და 66 გოლი მიითვალა, 1978, 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა.
ზიკო სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბუთელად 1977, 1981 და 1982 წლებში აღიარეს. 1984 წელს, ის “უდინეზეს” რიგებში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვათა შორის, იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონში 19 გოლი გაიტანა და პირველი ახალწვეული გახდა, რომელმაც მსგავსი შედეგი აჩვენა. მაშინ, ზიკო ერთი ბურთით მიშელ პლატინის ჩამორჩა. იგი ბრაზილიაში საუკეთესოდ ორჯერ, 1974 და 1982 წლებში მიიჩნიეს. ბრაზილიის ჩემპიონატის ნომერ პირველი გოლეადორი 1978, 1979 და 1982 წლებში გახდა.
მან 1974 წელს ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით “ფლამენგოს” რეკორდი დაამყარა – თავი 49-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მომდევნო სეზონში მოწინააღდეგეთა კარის ბადე 56-ჯერ შეარხია.
1983 წელს ზიკო World Soccer-ის ვერსიით, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელად ცნეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ძეგლი მას იაპონელებმა დაუდგეს. ბრაზილიელმა კარიერის ბოლო წლები ამომავალი მზის ქვეყანაში “კაშიმა ანთლერსში” გაატარა და იმხელა კვალი დატოვა, რომ ამ კლუბის საშინაო არენის შესასვლელთან მისი ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტო

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.052702