Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანია ტრადიციას არც საიუბილეო მატჩში ღალატობს
2014-06-16 22:06 | ნახვები: 3283
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
G ჯგუფის უმთავრესი მატჩი დღეს სალვადორის “ფონტა ნოვას” სტადიონზე ჩატარდა. ეს ლამაზი საფეხბურთო არენა 2013 წელსაა აშენებული და სწორედ მასზე დიდწილად ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვა. წინასამატჩოდ ორივე გუნდის გულშემატკივართა და მწვრთნელთა მთავარი საფიქრალი კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა გახლდათ. თუმცა, პორტუგალიელთა ლიდერმა გერმანელთა წინააღმდეგ მაინც ითამაშა, თუმცა, საკუთარ თანაგუნდელთა მსგავსად თავი ვერაფრით გამოიჩინა. ალემანთა დანაკლისს რაც შეეხება, იოაჰიმ ლიოვმა შეუძლოდ მყოფი ბასტიან შვაინშტაიგერი დაასვენა.
გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული პლანეტის ფეხბურთის უმთავრეს ფორუმზე სასტარტო მატჩი არ ჰქონდა წაგებული და იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ტრადიციას არც დღევანდელ შეხვედრაში უღალატა. ამასთან, ალემანებმა სალვადორში მეასე სამუნდიალე მატჩი ჩაატარეს. ამ რაოდენობის მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის არცერთ სხვა მონაწილეს არ გაუმართავს დასკვნით ეტაპზე. გერმანელებმა მსოფლიოს პირველობის შესარჩევ ციკლში ევროპელთაგან ყველაზე მეტი, 36 გოლი გაიტანეს და მაღალ შედეგიანობას არც დღეს უღალატეს.
გერმანელთა და პორტუგალიელთა დაპირისპირება გერმანელთა დომინირებით დაიწყო, ოდნავ მოგვიანებით კი პირენელებმა თამაში გაათანაბრეს და საწყისი 11 წუთის განმავლობაში პოზიციური ორთაბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის მსვლელობისას მეტოქეებმა თითი “ჩხვლეტა” განახორციელეს. მეთერთმეტე წუთზე კი საკუთარ საჯარიმო მოედანზე პორტუგალიელმა ჟოაუ პერეირამ მარიო გიოტცეს მაისურაზე დაქაჩა და მატჩის სერბმა არბიტრმა მილორად მაზიჩმა სავსებით სამართლიანად მიუთითა საპენალტე ნიშნულისკენ. ბურთთან ტომას მიულერი მივიდა და ზუსტი, გამოზომილი დარტყმით ბურთი პორტუგალიელთა კარის დაბალ მარჯვენა კუთხეში მოათავსა.
თანდათან გერმანელთა უპირატესობა სისწრაფესა და კომბინაციების გათამაშებისას გამოისახა. 30-ე წუთისთვის გიოტცემ სწრაფად განვითარებული შეტევისას ხელსაყრელი მომენტი სათანადოდ ვერ გამოიყენა, მალე კუთხური დაინიშნა, კროოსის ჩაწოდების შემდეგ გერმანელთა მცველმა მათს ჰუმელსმა “მეორე სართულზე” ყველას აჯობა და ზუსტი, ძლიერი თავურით აუღებელი დაარტყა - 2:0.
35-ე წუთზე საკუთარი გუნდი პეპემ დააღალატა. მიულერთან ორთაბრძოლისას მადრიდის “რეალის” უკანახაზელმა ხელი გაარტყა მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი წაქცეულ ტომასს თავი ჩაარტყა და არბიტრმაც გასახდელისკენ გაისტუმრა. ამის შემდეგ პირენელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს მესამე გოლი გაუშვეს. გერმანელებმა ხანგრძლივი, მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დროსაც პორტუგალიელი მცველები სტატისტის როლში იყვნენ და მიულერმა დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა, ანგარიში კი 3:0 გახადა.
მეორე ტაიმში თამაში ცოცხლად წავიდა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს ანგარიშის შეცვლის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა გოლი ერთადერთხელ გავიდა - 78 წუთზე გერმანელთა მორიგ შეტევას საჯარიმო მოედანზე ბურთი ჩაწოდება მოჰყვა, პორტუგალიელთა მეკარემ რიუ პატრისიუმ პირდაპირ მიულერს “დაასვა” ბურთი და “ბაიერნის” წევრმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მიულერმა მუნდიალების ფინალურ სტადიაზე თავისი მერვე გოლი გაიტანა. ბოლო წუთზე ანგარიშის “დასველება” რონალდუმ სცადა, მაგრამ კრიშტიანუს ძლიერად შესრულებული საჯარიმო დარტყმა მანუელ ნოიერმა გააუვნებელყო.
გერმანელთა და პორტუგალიელთა ეროვნული ნაკრებები დღეს სალვადორის “ფონტე ნოვაზე” ერთმანეთს 18-ედ დაუპირისპირდნენ. ალემანებმა დასავლეთპირენელებთან ურთიერთშეხვედრათა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - მათ მეათედ მოახერხეს პირენელთა ძლევა. ამასთან, ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში გერმანელები პორტუგალიას ამარცხებენ.
გერმანია-პორტუგალია 4:0 (3:0)
სალვადორი. “ფონტე ნოვა”. 51081 მაყურებელი.
გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ჰუმელსი (მუსტაფი, 73), ბოატენგი, ხედირა, ლამი, იოზილი (შურლე, 65), კროოსი, მიულერი (პოდოლსკი, 82), გიოტცე.
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
პორტუგალია: პატრისიუ, კოენტრაუ (ალმეიდა, 65), პეპე, ალვეში, პერეირა, რიკარდუ (კოშტა, 46), მოუტინიუ, მეირელეში, რონალდუ, ალმეიდა (ედერი, 28), ნანი.
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
გოლები: მიულერი (11, პენ). ჰუმელსი (32). მიულერი (45). მიულერი (78).
ბურთის ფლობა: 54:46.ზუსტიდარტყმა: 7:5.დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 5:3კუთხური: 4:6.თამაშგარე: 2:1.ჯარიმა: 9:12.
გაფრთხილება: პერეირა.
გაძევება: პეპე (37).
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.036802