Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დუელი ფორტალეზაში
2014-06-16 23:49 | ნახვები: 2798
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთმანეთითვის კარგად ნაცნობი მეტოქეები – ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები გაარკვევენ ურთიერთობას. ორივე ნაკრებმა მუნდიალის პირველ ტურში 3 ქულა ჩაიწერა და მოახლოებულ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება.
ტურნირის გახსნით მატჩში, ბრაზილიელებმა ხორვატიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და უქულოდ დატოვეს. ნიკო კოვაჩის გუნდი მარსელოს ავტოგოლით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ ნეიმარის დუბლმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბრაზილიელთა პლეიმეიკერმა ოსკარმა აიღო ხორვატთა კარი და ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა.
მექსიკის ეროვნული ნაკრები პირველ ტურში კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდა და მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებების მიუხედავად, 3 ქულა მაინც მოიპოვა. პირველ ტაიმში, მსაჯებმა მექსიკელებს ორი სამართლიანი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ ორიბე პერალტას ზუსტმა დარტყმამ მიგელ ერერას გუნდს გამარჯვება მაინც მოუტანა.
რა გასაკვირია, რომ ბრაზილიისა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. ეს გუნდები ერთმანეთს 26-ჯერ შეხვედრიან. ბრაზილიელებმა მექსიკელებთან 15-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ დაასრულეს, 8-ჯერ კი, დამარცხდნენ. უკანასკნელად, ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები ერთმანეთს 2013 წლის 20 ივნისს, კონფედერაციის თასზე დაუპირისპირდნენ. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ნეიმარისა და ჟოს გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა.
ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ დაგროვილი და შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში გამარჯვებული პლეი ოფის საგზურსაც მოიპოვებს.
ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა სწორედ ამ მატჩში გაირკვევა. სამხრეთამერიკულ დაპირისპირებას გუნდები უდანაკარგოდ ხვდებიან. ეჭვქვეშაა ბრაზილიელთა შემტევის – ჰალკის თამაში, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სხვა მხრივ, სკოლარის პრობლემები არ აქვს. ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ფორტალეზაში ლამაზი, სამხრეთამერიკული ფეხბურთი ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია – მექსიკა
“კასტელანი”. ფორტალეზა.
ბრაზილია (4-2-3-1):ჟულიუ სესარი, მარსელო, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ალვესი, პაულინიო, ლუის გუსტავო, ბერნარდი, ოსკარი, ნეიმარი, ფრედი.
მწვრთნელი:ლუიშ ფელიპე სკოლარი
მექსიკა:ოჩოა, როდრიგესი, მარკესი, მორენო, აგილარი, ერერა, ერერა, ვასკესი, გუარდადო, ლაიუნი, სანტოსი, პერალტა.
მწვრთნელი:მიგელ ერერა
მთავარი არბიტრი:ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.890595