Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მე-13 უგოლოდ – პირველი ფრე ბრაზილიის მუნდიალზე
2014-06-17 01:57 | ნახვები: 2465
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიაში მომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით მე-13 შეხვედრა კურიტიბაში გაიმართა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 39 ათასმა მაყურებელმა (პლუს ტელეეკრანებთან რამდენიმე მილიონმა) ბრაზილიაში აქამდე ჩატარებულ მატჩებს შორის უცუდესი იხილა.
სამაგიეროდ, ნიგერიისა და ირანის ნაკრებების დაპირისპირება რამდენიმე ნიუანსით გახდა პირველი - ეს იყო პირველი თამაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ფრედ დასრულდა და პირველი, რომელშიც გოლი არ გავიდა! ზემოთ 39 ათასი მაყურებელი ვახსენეთ და ისინი რომ არა, თამაში საქართველოს ჩემპიონატის ერთი რიგითი დაპირისპირების შეგრძნებას ტოვებდა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თუკი მსოფლიოს ჩემპიონატებზე იმართება მსგავსი შეხვედრები, ეროვნული პირველობის მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე კი არა 18-მდე უნდა გაიზარდოს!
აფრიკის საუკეთესო გუნდს მოგება ეწადა, მაგრამ “არწივებმა” ფრთები ეგრეც ვერ გაშალეს. მათი შეტევების უმეტესობა უზუსტო გადაცემებით და უაზრო ჩაკიდებებით, ანაც არაზუსტი დარტყმებით სრულდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირანმა საწადელს მიაღწია. პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ მათთვის უგოლო ფრე მისაღები შედეგი იქნებოდა და დროც გაყავდა, თუმცა, მეტოქის საჩუქარი რომ შეერგო, ეგებ ახლა ჯგუფიდან გასვლაზეც დაფიქრებულიყო.
თამაში ნიგერიელების აქტიურობით დაიწყო და როგორც კი ისინი ტემპს უმატებდნენ, მაშინვე ხიფათი იქმნებოდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ასე მოხდა მე-9 წუთზე, როდესაც მოზესმა მეტოქეს ფლანგზე ბურთი მოპარა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ მას მუსა ვერ შეწვდა. შეტევის მეორე ტალღასაც არა უშავდა, მაგრამ შედეგი ვერც მან გამოიღო. 31-ე წუთზე მუსას კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა. საკმაოდ შორი მანძილიდან, მარცხენა ფრთიდან, მაშინ, როდესაც ყველა საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, მან ჯარიმიდან ბურთი პირდაპირ ახლო კუთხეში გაგზავნა. თავიდან ჰაგიგიც დაიბნა, მაგრამ დარტყმა ძლიერი რომ არ აღმოჩნდა, დაბრუნება და ბურთის მოგერიება მოახერხა.
მალევე ირანელებმა საჩუქარი მიიღეს - საჯარიმოს სიახლოვეს მატავი ნიგერიელს კუთხურად დაუჯდა, იქიდან ჩაწოდებულ ბურთს გუჩანეჯადმა თავი დაჰკრა და გოლიც გავიდოდა, ენიემას რეაქცია რომ არა.
ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა, მეორე ნახევარში კი, მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა ენერგია სულ ტყუილად დაკარგეს და ერთადერთი მომენტი ბოლო წუთზე შეიქმნა, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მრავლისმნახველმა ამეობიმ თავი დაჰკრა, მაგრამ მისი დარტყმული მცველმა თავითვე მოიგერია და საფინალო სასტვენმა ტრიბუნაზე ნოლები დააფიქსირა.

ირანი - ნიგერია 0:0
კურიტიბა. “არენა დე ბაიშადა”. 30 081 მაყურებელი
ირანი: ჰაგიგი, მონტაზერი, ჰოსეინი, სადეგი, პულადი, ნეკინამი, ჰაჯსაფი, ჰეიდარი (შოჯაეი 89), დეჟაგა (ჯაანბახში 78), ტეიმურიანი, გუჩანეჯადი.
ნიგერია: ენიემა, ემბროუზი, ოშანივა, ობოაბონა (იობო 29), ომერუო, აზიზი (ოდემვინგი 69), ობი მიკელი, ონაზი, მუსა, მოზესი (ამეობი 52), ემენიკე.
გაფრთხილება: ტეიმურიანი (75)
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 7 (3)-10 (6), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 6-3, ჯარიმა: 18-16

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050628