Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გაამართლებს ბელგია ავანსებს?
2014-06-17 03:33 | ნახვები: 3135
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბელგიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12-წლიანი პაუზის შემდეგ და მყის ფავორიტის რანგში უბრუნდება. უფრო მართებულად რომ ვთქვათ, ბელგიელების მთლიანად ტურნირის ფავორიტად მიჩნევა ნაადრევია, თუმცა კი, H ჯგუფში მათ ყველა პირველი ადგილის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევს.
რამდენად მართებულია ბელგიელებზე გაცემული ავანსები, ეს დღეს, ბელუ ორიზონტეში გამოჩნდება, როდესაც მარკ ვილმოტსის შეგირდები “ესტადიო მინეიროზე” მუნდიალის პირველ მატჩში ალჟირელებს გაეჯიბრებიან.
თუკი ბოლო წამს რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბელგიელები აფრიკელებს საუკეთესო შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, სახელოვანი მოთამაშეები კი მათ ყველა რგოლში ჰყავთ. კარში ტიბო კურტუა ჩადგება, დაცვას კაპიტანი ვენსან კომპანი გაამაგრებს, იერიშების სულისჩამდგმელი კი ედენ აზარი იქნება.
“ალჟირელთა შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, მათი ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია. თავისებური გუნდია. მათ 4-3-3 ტაქტიკით თამაშით შეუძლიათ და ხშირად 4-4-2 სქემასაც იყენებენ. მთავარი ისაა, რომ მომავალ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ”, - განაცხადა ვილმოტსმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ერთადერთი სერიოზული დანაკლისით შეხვდა. ტრავმის გამო პრემიერლიგაში მოთამაშე კრისტიან ბენტეკე ვერ იასპარეზებს.
დასაკარგი არაფერი აქვს ალჟირის ნაკრებს, რომელსაც სპეციალისტთა უმრავლესობა ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევს. აფრიკული გუნდის მთავარი “სიმდიდრე” გამოცდილი მთავარი მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩია, რომელიც შედარებით ახალგაზრდა ვიზავის ტაქტიკურად ჯობნას ეცდება.
“ბელგიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ცხადია, რომ ისინი ფავორიტების რანგში ითამაშებენ, თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბრაზილიაში მოსახვედრად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და აქედან უსახელოდ გამგზავრება ნამდვილად არ გვსურს”, - აღნიშნა აფრიკელთა ბოსნიელმა დამრიგებელმა.
ალჟირის ეროვნული გუნდის ლიდერად ესპანურ “ვალენსიაში” მოთამაშე სოფიან ფეგული ითვლება. 24 წლის ფეხბურთელი საფრანგეთში გახლავთ დაბადებული და მის გადაბირებას “სამფეროვნებიც” ცდილობდნენ, თუმცა, მან აფრიკულ გუნდში თამაში არჩია.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან 40 მილიონი ალჟირელია, რომელიც ბოლომდე გვერდით დაგვიდგება. თითოეულმა ჩვენგანმა გულით უნდა ითამაშოს”, - ასეთი პატრიოტული მოწოდებით გამოიჩინა თავი ფეგულიმ მომავალი მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი სათამაშო დღე სწორედ ბელგია-ალჟირის დაპირისპირებით გაიხსნება, რომელიც სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს, მთავარი არბიტრი კი მექსიკელი მარკო როდრიგესი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია – ალჟირი
ბელგია (4-2-3-1): ტიბო კურტუა, იან ვერტონგენი, ტომას ვერმაელენი, ვინსენ კომპანი, ტობი ალდერვეირელდი, მარუან ფელაინი, აქსელ ვიტსელი, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინე, კევინ მირალაში, რომელუ ლუკაკუ.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
ალჟირი(4-2-3-1): რაის მბოლი, ფაუზი გულამი, მაჯიდ ბუგერა, ესაიდ ბელკალემი, აისა მანდი, ჰასან იებდა, საფირ ტაიდერი, ელ არბი ჰილელ სოუდანი, იასინ ბრაჰიმი, სოფიან ფეგული, ისლამ სლიმანი.
მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი.
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.055187