Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პირველივე ტურში სასიცოცხლო
2014-06-17 03:45 | ნახვები: 3711
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტური H ჯგუფში რუსეთის და სამხრეთ კორეის ნაკრებთა დაპირისპირებით დაიხურება და მართალია, ამ თამაშში დიდ სანახაობას არ უნდა ველოდეთ, სატურნირო თვალსაზრისით მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საქმე ის გახლავთ, რომ H ჯგუფის უმთავრეს ფავორიტად ბელგია მოიაზრება, პლეი-ოფის მე-2 საგზურისთვის კი, სწორედ რუსებმა და კორეელებმა უნდა იბრძოლონ, მოკლედ, ამ გუნდებს, ლამის პირველივე ტურში სასიცოცხლო თამაში აქვთ.
საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეის ნაკრების თავკაცი ჰონ მიუნ ბო აღნიშნულ პოსტზე პირველ ოფიციალურ მატჩს სწორედ მუნდიალზე ჩაატარებს. იგი კორეელთა კაპიტანი გახლდათ 2002 წელს, როდესაც აზიელებმა შინაურ კედლებში მე-4 ადგილი დაიკავეს, ახლა კი, წარმატების მიღწევას მწვრთნელის რანგში ეცდება.
“გასულ მსოფლიოს ჩემპიონატთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მაშინ ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ და ახლაც იგივე მიზნები გვაქვს. თუმცა, ეს იოლი არ იქნება. ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”, - თამაშის წინ სტანდარტული განცხადება გააკეთა აზიელთა ნახევარმცველმა სუნ-ეუნ კიმ.
მომავალი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ფაბიო კაპელოსთვის, რომელმაც ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, ახლა კი, სანაკრებო დონეზე სახელის მოხვეჭას რუსებში გარეული ცდილობს.
რუსეთი ერთადერთი გუნდია მუნდიალზე, რომელსაც ლეგიონერები არა ჰყავს, მთავარი დანაკლისი კი ზედ ტურნირის წინ შეემთხვა. ბრაზილიაში ვერ ითამაშებს კაპიტანი რომან შიროკოვი, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში უდიდესი როლი ეკისრებოდა.
“ოთხი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები გავიყვანე და მუნდიალზე არსებული სიტუაცია სრულად შევიგრძენი. იმედი მაქვს, მაშინ მიღებული გამოცდილება ახლანდელ ტურნირზეც გამომადგება”, - აღნიშნა კაპელომ, რომელიც შიროკოვის არყოფნაში შუა ხაზში მაქსიმალურად იური ჟირკოვს დატვირთავს, შეტევაში კი, სავარაუდოდ, ალექსანდერ კერჟაკოვს სეხნია კოკორინს შეუწყვილებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში მომავალი მეტოქეები ერთმანეთს დუბაიში გაეჯიბრნენ და მაშინ რუსებმა 2:1 იმარჯვეს, მცირე ხნის წინ კი, სამხრეთ კორეა განასთან 0:4 განადგურდა, მოკლედ, კუიაბას “არენა პანტანალზე” დაგეგმილი შეხვედრის წინ ჰონ მიუნ ბოს საფიქრალი არ აკლია.
მომავალი მატჩი თბილისის დროით უკვე 18 ივნისს 02:00 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი – სამხრეთ კორეა
რუსეთი: იგორ აკინფეევი, ვასილი ბერეზუცკი, სერგეი იგნაშევიჩი, ანდრეი ეშჩენკო, იური ჟირკოვი, ოლეგ შატოვი, დენის გლუშაკოვი, დმიტრი კომბაროვი, ალან ძაგოევი, ალექსანდერ კოკორინი, ალექსანდერ კერჟაკოვი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო.
სამხრეთ კორეა: სუნ-რიონ იუნი, იონ ლი, ტაე-ჰვი კვაკი, იუნ-გვონ კიმი, ჩან-სოო კიმი, სუნ-ეუნ კი, კოოკ-იუნ ჰანი, ჩუნ-იონ ლი, ჰეუნ-მინ სონი, ჯა-ჩეოლ კოო, ჩუ-იუნ პარკი.
მწვრთნელი: ჰონ-მიუნ ბო.
მსაჯი: ნესტორ ფაბიან პიტანა (არგენტინა).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.058373