![]() |
|
დემპსის სარეკორდო გოლი
2014-06-17 11:38 | ნახვები: 2389
![]() ![]()
12
ამერიკის შეერთებული შტატების თავდამსხმელი კლინტ დემპსი აშშ-ს მუნდიალების მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
"სიეტლ საუნდერსის" თავდამსხმელს განელთა წინააღმდეგ შეხვედრაში ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ 29 წამი დასჭირდა. დემპსის მიერ გატანილმა გოლმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი კვლავ ჰაკან შუქურია. გეხსომებათ, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სამხრეთ კორეას 11-ე წამზე გაუტანა. 2002 წლამდე პირველ ადგილზე, იმჟამინდელი ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთელი ვაცლავ მასეკი იყო, რომელმაც მექსიკას ჯგუფურ ეტაპზე 16 წამზე გაუტანა. მესამე ადგილზე 1934 წელს, გერმანელი ერნსტ ლინერის 25 წამზე ავსტრიის წინააღმდეგ გატანილი გოლია, ხოლო მეოთხე პოზიციაზე - ბრაიან რობსონის გოლი. ინგლისელმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 27 წამზე გაუტანა. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია