![]() |
|
მოურინიო: “კასილიასს არ შევცვლიდი”
2014-06-17 17:32 | ნახვები: 2479
![]()
1
ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ვისენტე დელ ბოსკემ იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრების პირველ მეკარედ უნდა დატოვოს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასი სათადარიგო კიპერად სწორედ ჟოზე მოურინიომ აქცია. ეს პორტუგალიელის “რეალში” მუშაობის დროს მოხდა. მოურინიოს გზას გაჰყვა მისი შემცვლელი კარლო ანჩელოტიც, რომელმაც მადრიდელთა პირველი მეკარეობა დიეგო ლოპესს ანდო. არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიასთან გამართულ მატჩში კასილიასის არადამაჯერებელი ქმედებები სწორედ უთამაშებლობის ბრალია. “იკერს სკამზე არ დავსვამდი. მეკარის პოზიცია სპეციფიკურია და იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, რომლებიც ამ ამპლუის ფეხბურთელს ცუდად ჩატარებული თამაშის შემდეგ შეცვლიან. ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავ, თუ მეკარე ცუდ ფორმაშია, არადამაჯერებლად მოქმედებს, არასტაბილურია და ნათელია, რომ რაღაც შესაცვლელია. კასილიასმა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ბევრს მიაღწია. ის იმ მეკარეებს შორის შედის, რომლებსაც მწვრთნელის მხრიდან ნდობა ჭირდებათ. ერთი წარუმატებელი თამაში ცვლილების მიზეზი არაა.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებსAS-ი. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია