Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბელგიამ მე-2 ტაიმში “გამოიღვიძა”
2014-06-17 22:22 | ნახვები: 2499
12345678910111213141516
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად მიჩნეულმა ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალზე პირველი გამარჯვება იზეიმა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა პირველი ტაიმი წააგეს, საბოლოოდ, ალჟირელებს 2:1 სძლიეს.
მარკ ვოლმოტსის შეგირდებმა თამაში მძიმედ დაიწყეს და საწყის ნახევარში საკუთარ თავს არ ჰგავდნენ, მეორე ორმოცდახუთწუთეულში კი ყველას დაანახვეს, რომ მათგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ.
ბელგიელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა გახლდათ, თუმცა, აღნიშნულმა მომენტებში გარდასახვა მოგვიანებით ჰპოვა.
ჩრდილოაფრიკელებმა 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარში ერთადერთხელ დაარტყეს და ისიც პენალტის ნიშნულიდან. სოფინ ფეგულიმ თავი 25-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ვერტონგენს ყოვლად უაზრო წესების დარღვევა არ აპატია და თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ცნობისთვის, ალჟირელებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი 1986 წლის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ არ ჰქონდათ გატანილი. მას შემდეგ აფრიკელებმა 5 უგოლო თამაში ჩაატარეს და ნავსი მხოლოდ 506 წუთის შემდეგღა გატეხეს. ცოტაც და, ალჟირი ბოლივიელთა ყველა დროის ანტირეკორდს გადაფარავდა, რაც 517 წუთს შეადგენს...
რეალურად, ალჟირელებს პენალტის გარდა, საგოლე მომენტი აღარ ჰქონიათ, ბელგიამ კი რაისის კარის ჩარჩოში ათჯერ მოახვედრა და გამარჯვება სრულად დაიმსახურა.
ევროპელებმა ნავსი 70-ე წუთზე გატეხეს, როდესაც გაუგებარ მიზეზთა გამო მარქაფაში დატოვებულმა მარუან ფელაინიმ ჩინებული თავური შეაგდო. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინეს იუველირულ პასს გამოეხმაურა და ხარიხის გავლით გაიტანა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
სამი ქულის მომტანი ბურთი ბელგიელთა შემტევმა მერტენსმა მე-80 წუთზე გაიტანა. ევროპელებმა ბრწყინვალე კონტრიერიში წამოიწყეს და ედენ აზარმა თანაგუნდელი მეკარეს პირისპირ შეატოვა, დამაგვირგვინებელი დარტყმა კი ტექნიკის საქმე იყო.

ბელგია – ალჟირი 2:1 (0:1)
ბელუ ორიზონტე. “ესტადიო მინეირაო”. 56 800 მაყურებელი
ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრუინე, ლუკაკუ (ორიგი, 58), აზარი, ვან ბუიტენი, დემბელე (ფელაინი, 65), ჩადლი (მერტენსი, 46).
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
ალჟირი: რაისი, ბუგერა, გულამი, ჰალიჩე, ფეგული, მეჯანი (გილასი, 84), ბენტალები, სუდანი (სლიმანი, 66), ტაიდერი, მაჰრეზი (ლასენი, 71), მოსტეფა.
მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჯოჯიჩი.
გოლები: 0:1 ფეგული (25 პენ.), 1:1 ფელაინი (70.), 2:1 მერტენსი (80).
ბურთის ფლობა: 65:35. ზუსტი დარტყმა: 10:1. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 6:2. კუთხური: 7:2. თამაშგარე: 3:0. ჯარიმა: 19:18.
გაფრთხილება: ვერტონგენი (24), ბენტალები (34).
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040256