![]() |
|
იუბილარი ვერ გაახარეს
2014-06-18 04:15 | ნახვები: 4478
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345678910111213141516
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტური H ჯგუფში რუსეთის და სამხრეთ კორეის ნაკრებთა მატჩით დაიხურა და ვერ ვიტყვით, რომ კუიაბას “არენა პანტანალზე” შეკრებილმა ქომაგებმა თვალსასეირო სანახაობით ისიამოვნეს. მწირმომენტიანი თამაში 1:1 დასრულდა.
ჯერ კიდევ მუნდიალის დაწყებამდე H ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მოიაზრებოდა და აღნიშნული საწყისმა მატჩებმა დაადასტურა. თუკი ბელგიელებს მომავალი ნამდვილად გააჩნიათ, ალჟირს, რუსეთს და სამხრეთ კორეას პლეი-ოფში გასვლაც კი კარგ შედეგად ჩაეთვლებათ. გასული შეხვედრის წინ ფაბიო კაპელოს შეგირდებს მცირე უპირატესობა ენიჭებოდათ და მათაც ცდა არ დააკლეს, რომ იუბილარი (18 ივნისს იტალიელი მწვრთნელი 68 წლის შესრულდა) დამრიგებელი გაეხარებინათ, თუმცა, დაბალმა კლასმა მათ სამი ქულის აღების საშუალება არ მისცათ. მეტიც, რომ არა შეცვლაზე შესული ალან ძაგოევის და ალექსანდრ კერჟაკოვის აქტიურობა, რუსები საერთოდ უქულოდ დარჩებოდნენ. ამ უკანასკნელმა გუნდის ლამის ერთადერთი ხეირიანი შეტევა 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმით დააგვირგვინა, კორეელებმა კი ანგარიში 6 წუთით ადრე გახსნეს. საგულისხმოა, რომ აზიელთა მხრიდანაც შეცვლაზე გამოჩენილი და ასევე 11 ნომერი ფეხბურთელი ლი კიუნ-ჰო გამოირჩა, თუმცა, მის გოლში დიდი წვლილი რუსების გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა დაიდო. ამ უკანასკნელმა კორეელის არცთუ სახიფათო შორეული დარტყმის მოგერიება სცადა, თუმცა, ბურთი ვერ შეიმარგა და კარში თავადვე შეაგდო. H ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 22 ივნისს შედგება. ბელგია რუსეთს გაეჯიბრება, სამხრეთ კორეის მეტოქე კი ალჟირი იქნება. რუსეთი – სამხრეთ კორეა 1:1 (0:0) კუიაბა. “არენა პანტანალი”. 37603 მაყურებელი რუსეთი: აკინფეევი, იგნაშევიჩი, გლუშაკოვი (დენისოვი, 72), კოკორინი, ვ.ბერეზუცკი, შატოვი (ძაგოევი, 59), ჟირკოვი (კერჟაკოვი, 71), სამედოვი, ფაიზულინი, ეშჩენკო, დ.კომბაროვი. მწვრთნელი: ფაბიო კაპელო. სამხრეთ კორეა: ჩუნ სუნ-რენი, იუნ სუკ-იონი, კიმ იუნ-კვონი, ლი იონი, ჰონ იუნ-ჰო (ჰვან სოკ-ჰო, 73), კუ ჩჟა-ჩოლი, ჰან კუკ-იუნი, კი სუნ-იუნი, ლი ჩუნ-იონი, სონ ჰიუნ-მინი (კიმ ბო-კიუნი, 84), პაკ ჩუ-იუნი (ლი კიუნ-ჰო, 56). მწვრთნელი: ჰონ მიონ-ბო. გოლები: 0:1 ლი კიუნ-ჰო (68), 1:1 კერჟაკოვი (74). ბურთის ფლობა: 47:53 ზუსტი დარტყმა: 10:6 დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 6:4. კუთხური: 4:4. თამაშგარე: 0:0. ჯარიმა: 15:7. გაფრთხილება: სონ ჰიუნ-მინი (13), კი სუნ-იუნი (30), შატოვი (49), კუ ჩჟა-ჩოლი (90). მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა). |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია