Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრაზილიელებს მექსიკასთან ფრე დიდად არ უნაღვლიათ
2014-06-18 10:14 | ნახვები: 5869
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
რიო დე ჟანეიროში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მიერ გასამართი მეორე მატჩისთვის დილიდან ემზადებიოდნენ. “ფიფა ფან ფეშში”, როგოც ადგილობრივები პორტუგალიურად ეძახიან, გულშემატკივრები შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბენენ. ისინი დიჯეი “ზაბუბამ” და მომღერლებმა გვარიანად მოთელეს.
ფანზონაში დამონტაჟაებულ სცენაზე ადგილობრივი, არცთუ ურიგო შემსრულებლები ცოცხლად მღერიან. ბრაზილიელებს სიმღერისა და ცეკვის ნიჭი მართლაც მომადლებული აქვთ და რაც მთავარია, ფაქტობრივად არ იღლებიან. ადგილობრივი ქომაგი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არც რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მექსიკელები გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად.
მატჩის დაწყების დრო მოვიდა და ბრაზილიის ნაკრების ჰიმნი ტრადიციულ მანერაში შესრულდა. მართლაც, კარგი სანახავია, როდესაც ჰიმნის შუაში მუსიკა წყდება და ფეხბურთელები, ტრიბუნაზე და “ფიფა ფან ფეშში” მყოფი ქომაგები ერთხმად მღერიან.
ბრაზილია- მექსიკის დაპირისპირებას ინტრიგა არასოდეს აკლია და ამჯერადაც ასე იყო. ტურნირის მასპინძლებმა, რომელთათვის ოქროს მედლების გარდა სხვა შედეგი კრახად ჩაითვლება, საჩემპიონო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენეს. რეალური საგოლე მომენტები მეტოქეზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ ეს ის არაა, რასაც “პენტაკამპეონებისგან” ყველა ელის. მექსიკელებმა ქულა რომ აიღეს, დიდ წილად მეკარე ოჩოას დამსახურებაა, თუმცა საერთო ჯამში, გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. იოლი არაა დროდადრო ბრაზილია თავის საჯარიმოს მიაჯაჭვო და სახიფათო შეტევები განახორციელო. ოჩოამ კი, მართლაც “მკვდარი” ბურთი “გამოაძრო” ნეიმარის თავურის მერე.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე პელეს მიერ გაკეთებული პროგნოზი, რომ ბრაზილიას შეტევაში პრობლემები აქვს მართლდება. ნეიმარი კი ცდილობდა თამაში გაემწვავებინა, მაგრამ მარტო მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრედი კვლავ ძალიან ინერტული იყო. ჰალკი რომ არ ითამაშებდა, ეს ამბავი ბრაზილიურმა არხებმა გულშემატკივრებს წინა დღეს ამცნეს. ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. არც შეცვლაზე შესული ჟოა დიდი ვარსკვლავი. რაც ფეხბურთის ისტორიას ბრაზილიის ნაკრების შემტევები ახსოვს, ამჟამინდელი თავდასხმა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ბრაზილიამ თუ არ მოუმატა, ასეთი თამაშით ოქროს მედლებზე ფიქრს უნდა შეეშვას.
თავის მხრივ, მექსიკამ ჯგუფიდან გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთა და რაც მთავარია, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ბრაზილიას რომ დაცვაში არ ჩაუჯდები და პირიქით იქით შეუტევ, ეს გუნდის კლასის მაჩვენებელია.
თუ მოედანზე გუნდები დაზავდნენ, გულშემატკივრობაში მექსიკელებმა მასპინძლებს ნამდვილად აჯობეს. საერთოდ, რაც ვნახე ბრაზილიელები ქართველებივით ქომაგობენ, როდესაც გუნდი უტევს, მხოლოდ მაშინ ახმაურდებიან ხოლმე. ცხადია, ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ გაკეთებულ ფინტს, კარგ დარტყმას ან პასს უყურადღებოდ არ ტოვებენ, მაგრამ ეს ეპიზოდურად ხდება. ამ მხრივ მექსიკელები გაცილებით აქტიურები იყვნენ და მეტოქის მოთამაშეებს სულ თავისი საყვარელი “პუტო” ეძახეს, რასაც რაიმე ექსცესი არ მოჰყოლია. სხვათა შორის, ეს შეძახილი კარგად აქვთ დამუშავებული. ყველა გულშემატკივარი ერთად ხელს იქნევს და ბოლოს დასჭექენ: “პუტო”.
მატჩის ფრედ დასრულების მერე, მექსიკელებმა ფრიად გაიხარეს. თუმცა, დარდით თავი არც ბრაზილიელებს მოუკლავთ. მუსიკამ დაუკრა და ისინი ქალიან-კაციანად კვლავ აცეკვდნენ. განვლილი თამაში უკვე არავის ახსოვდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში მარიხუანას მოწევისთვის მკაცრად არ სჯიან და “ფიფა ფან ფეშში” ზოგი თამაშის ყურების პარალელურად ბრუვდება კიდეც.

ლაშა თაბაგარი სპეციალურადworldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042209