Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რა თქმა უნდა, მანოლო!
2014-06-18 19:41 | ნახვები: 5113
მანოლო იქაა, სადაც ესპანეთია
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
18 ივნისს “მარაკანაზე” მსოფლიო პირველობის მეორე მატჩი გაიმართება, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი, პირველ ტურში ჰიოლანდიელებისგან გვემული ესპანეთის ნაკრები ჩილეს შეხვდება.
“მარაკანას” წინ ტერიტორია დილიდან გადაკეტილია და მედია ცენტრის შესასვლელისკენ მიმავალი გზა გადაწითლებული იყო. ჩილეს ქომაგები მრავლად არიან და მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თავის გუნდს ქუჩაში გულშემატკივრობენ.
გზად ერთი ესპანელი შემხვდა თავის შვილთან ერთად და ჩილელებმა გვარიანი ქოქოლა დააყარეს. თუმცა, მედია ცენტრში შესვლამდე ისეთი კაცი გამოჩნდა, თავისი გულშემატკივრობის სტაჟით ჩილეს ყველა მხარდაჭერს რომ გადაწონის. რა თქმა უნდა, მანოლო, რომელიც “ვალენსიისა” და ესპანეთის ეროვნული გუნდის არცერთ მატჩს აცდენს. ის საქართველო-ესპანეთის დაპირისპირების დროს, თბილისშიც ჩამოვიდა.
მანოლომ ჩილელ ქომაგებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ტელევიზიებს ინტერვიუებიც სიამოვნებით მისცა. დოლი თან არ ჰქონდა, სჩანს თავის საქომაგო ატრიბუტს მომავალი დაპირისპირებისთვის ამზადებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-ჩილეს შეხვედრას გაზეთ “მსოფლიო სპორტისა” და საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge-ს კორესპონდენტი თვალს უშუალოდ “მარაკანას” პრესლოჟიდან ადევნებს.

ლაშა თაბაგარი, სპეციალურად worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ლაშა თაბაგარის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043926