![]() |
|
“გოოოოოოოოოოლ”
2014-06-18 20:14 | ნახვები: 3622
![]()
![]() ![]() ![]() ![]()
12345
ბრაზილიაში უამრავ სპორტული გაზეთი და ჟურნალი გამოდის, რომელთა წამყვანი თემა, ცხადია, ფეხბურთია. ბრაზილიელ ჟურნალისტებს სამუშაო ისედაც არ აკლიათ და მითუმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატზე დატვირთულები არიან.
ფიფას მიერ მუნდიალზე ყველაზე მეტი აკრედიტირებული ჟურნალისტი ბრაზილიელია, რადგან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უპირატესობას მასპინძელი ქვეყნის მედიას ანიჭებს. გაზეთები მსოფლიო პირველობას უხვად აშუქებენ და არც ტელევიზია აკლებს, რადიოსთან ერთად. სპორტული ჟურნალისტიკა ბრაზილიაში დიდი ინდუსტრიაა. ტელეარხები ფეხბურთით უხვადაა გაჯერებული და ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან. მატჩამდე გუნდების ვარჯიშებსა და პრესკონფერენიცებს აშუქებენ, თამაშის დამთავრების შემდეგ, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს კომენტარებს პირდაპირ სტადიონიდან აკეთებინებენ. ბრაზილია-მექსიკის თამაშის მეორე დღეს, პრესის ჯიხური შევათვალიერე. ბუნებრივია, წამყვანი თემა ხსენებული შეხვედრა იყო. პირველ გვერდზე ბრაზილიელი ნეიმარისა და მექსიკელი მეკარის ოჩოას ფოტოები გამოეტანათ. ეს გასაკვირი არაა, რადგან მექსიკელთა კიპერმა ბრაზილიელთა ლიდერს მკვდარი ბურთი აუღო. ჯიხურში, გარდა სპორტული გაზეთებისა და ჟურნალებისა, ტელევიზორში ფეხბურთზე საუბრობდნენ. სხვათა შორის, ბრაზილიელებს ძალიან მაღალი დონის კომენტატორები ჰყავთ. თამაში ერთი ამოსუნთქვით მიჰყავთ და ამა თუ იმ ფეხბურთელზე ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან. ყველასთვის ცნობილ გაბმულ “გოოოოოოლს” კი, ნებისმიერ შეხვედრაში გასული ბურთის დროს ყვირიან. ლაშა თაბაგარი სპეციალურადworldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია