Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ADIOS! ყველაფერს აქვს დასასრული
2014-06-19 02:02 | ნახვები: 6305
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი მოიგო და ეპოქა შექმნა, მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოქმედი ჩემპიონი ჯგუფიდან ვერ გადის: 1966 წელს ბრაზილია ვერ გავიდა, 2002 წელს საფრანგეთი, ხოლო 2010-ში – იტალია.
ყველაფერს აქვს დასასრული. ესპანეთის ნაკრებმა ამ ექვსი წლის განმავლობაში მილიონობით გულშემატკივარი გაიჩინა, მათი თამაშის მანერა ბევრს აღაფრთოვანებდა, ბევრიც ვერ იტანდა, მაგრამ ფაქტია – ეს იყო ნაკრები, რომლისაც ეშინოდათ და ძნელად თუ ვინმე უბედავდა თამაშის გახსნას, იმიტომ, რომ რამდენჯერაც გაუბედეს, იმდენჯერ ცუდად მიუბრუნდათ.
ჰოლანდიასთან განადგურების შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკემ ჩავი და პიკე დასვა სკამზე, ხოლო ჩილელთა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ, ავსტრალიასთან მოგების შემდეგ, ოდნავ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და გამთამაშებელ ხორხე ვალდივიას ნაცვლად, მცველი ფრანსისკო სილვა დააყენა სასტარტოში.
საწყის 10 წუთში ჩილეს ორი მომენტი ჰქონდა. ვერ გამოიყენეს და ანგარიშის გახსნა დროებით “გადადეს”. მანამდე, ესპანეთის მწვავე შეტევა ვნახეთ, როცა არეულობისას ჩაბი ალონსომ ახლოდან დაარტყა და მეკარე კლაუდიო ბრავომ გვარი გაამართლა – დიდებულად გაისარჯა.
მე-20 წუთზე ჩილელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს. პასი, პასი, პასი და ბოლოს ედუარდო ვარგასი დარჩა იკერ კასილიასთან. “ვალენსიას” ფორვარდმა კასილიასი მოატყუა და მოასწრო ცარიელ კარში დარტყმა – 1:0. ეს უკვე კატასტროფის დასაწყისი იყო. ესპანელები ანერვიულდნენ.
აქ გამოჩნდა ჩილელთა ძალა. მათ მეტოქის ნახევარზევე დააწესეს პრესინგი და ესპანელებს ბურთის თავისუფლად გათამაშების საშუალებას არ აძლევდნენ. შევხედოთ ბურთის ფლობის პროცენტებს. განა, ცოტა არაა “ფურია როხასთვის” 56 %? ის, რასაც ჩილელები მიმართავდნენ, ძალიან რთული გასაკეთებელია და დიდ ენერგიას მოითხოვდა. ამიტომაც ქება და ქება სამპაოლის გუნდს. თავად სამპაოლიც ცოტას როდი დარბოდა – სულ მოძრაობაში იყო, ქოქავდა გუნდს.
ტაიმის ბოლოს კი კასილიასს კიდევ ერთხელ გაუტანეს. მეკარემ ალექსის სანჩესის დარყმული საჯარიმო მოიგერია, მაგრამ ბურთი კარიდან 14-15 მეტრში მდგომ ჩარლზ არანგისს მიუვიდა, რომელმაც ტექნიკურად აჭრა და კუთხეში დაარტყა. ჩინებული შესრულება იყო და 2:0.
მეორე ნახევარში ესპანელთა შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. ალბათ, საწყისი 10 წუთი იყო გარდამტეხი – ერთ გოლს, ეგებ, შემოეტრიალებინა თამაშის სურათი, მაგრამ არ გავიდა. ჯერ დიეგო კოსტამ ვერ გაიტანა ანდრეს ინიესტას პასის შემდეგ, შემდეგ კი კოსტას მაკრატელათი გაკეთებულ პასს სერხიო ბუსკეტსი ვერ გამოეხმაურა – ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ვერ დაარტყა.
ჩილელებმა მეორე ტაიმში მეტოქის ნახევარზე პრესინგს მოუკლეს, მაგრამ საკუთარ ნახევარზე მშვენივრად იცავდნენ თავს. ტყუილად არ აქებდნენ სამპაოლის გუნდს: ორგანიზებული, ტექნიკური, სწრაფი.
ისე ჩანდა, რომ დელ ბოსკეს არ აღმოაჩნდა B გეგმა. ყველა ფეხბურთელი ერთხმად ამბობდა, ჩვენი სტილის შეცვლას არ ვაპირებთო. არადა, საჭირო ყოფილა.

18 ივნისი. 23:00. რიო დე ჟანეირო. “მარაკანა”
ესპანეთი-ჩილე 0:2 (0:2)
ესპანეთი: კასილიასი, ასპილიკუეტა, რამოსი, ჩავი მარტინესი, ალბა, ბუსკეტსი, ალონსო (კოკე 46), ინიესტა, დავიდ სილვა, პედრო (კასორლა 76), დიეგო კოსტა (ტორესი 64)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, მედელი, მენა, ფრანსისკო სილვა, არანგისი (გუტიერესი 64), ვიდალი (კარმონა 87), დიასი, სანჩესი, ვარგასი (ვალდივია 85)
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
გოლები: 0:1 ვარგასი (20), 0:2 არანგისი (43)
გაფრთხილება: ვიდალი (26), ალონსო (40), მენა (62)
ბურთის ფლობა %: 56-44 კარში დარტყმა: 15 (9) – 7 (4) კუთხური: 7-1 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა 14-15


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043581