Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ხორვატიამ იტანჯე დატანჯა
2014-06-19 05:27 | ნახვები: 4673
ხორვატებმა დამაჯერებლად იმარჯვეს
მანჯუკიჩმა დაბრუნება დუბლით აღნიშნა
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
დიდი შანსია, კამერუნის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე უქულოდ დარჩეს. 2010 წლის მუნდიალზე, „ლომებმა“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგეს და ტურნირს სამარცხვინოდ დაემშვიდობნენ. სავარაუდოდ, ფოლკერ ფინკეს დამოძღვრილებს წელსაც იგივე ბედი ელით.
მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კამერუნელები მექსიკელებთან 0:1 დამარცხდნენ, მეორე ტურში კი, ხორვატიის ნაკრებთან მატჩში განადგურდნენ. ფინკეს გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი დაპირისპირება „ლომებს“ მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებთან ელით და ძნელად სავარაუდოა, იქ რაიმე ხეირიანი მოახერხონ.
დღევანდელ მატჩში, აფრიკელებს გუნდის კაპიტანი სამუელ ეტო’ო მუხლის ტრავმის გამო აკლდათ, რაც თამაშზეც ნათლად აისახა. ხორვატები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ - ივან პერიშიჩის პასით ივიცა ოლიჩმა ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს, კამერუნელთა შუახაზელი ალექს სონგი მარიო მანჯუკიჩს ძალზე უხეშად ეთამაშა, რისთვისაც წითელი ბარათი დაიმსახურა.
აფრიკელები 10-კაციანი შემადგენლობით დარჩნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ვეღარც ქულა გადაარჩინეს. მეტიც, კიდევ 3 ბურთი გაუშვეს... მეორე ტაიმის დებიუტში, მარცხენა ფრთიდან თავად პერიშიჩი შეიჭრა კამერუნელთა საჯარიმოში და საგოლე პასს გოლიც დაუმატა - 0:2.
ყველა კითხვას ნათელი მოეფინა. ხორვატიამ 3 ქულა აიღო და გასარკვევი ისღა დარჩა, რამდენს გაუშვებდა კამერუნელთა კიპერი შარლ-იუბერ იტანჯე. მატჩის დასკვნით ნახევარ საათში, დისკვალიფიკაციამოხდილმა მანჯუკიჩმა გაიბრწყინა და დუბლი მიითვალა - 0:4.
ხორვატებს მთავარი მატჩი ბოლო ტურში ელით. „ბლეიზერები“ მექსიკის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან და პლეი ოფში გამსვლელის ვინაობაც სწორედ ამ წყვილში გაირკვევა.


მანაუსი. „ამაზონია“. 40000
კამერუნი - ხორვატია 0:4 (0:1)
კამერუნი:იტანჯე, ასუ-ეკოტო, ნ’კულუ, შეჯუ (ნუნკეუ 46), სონგი, მბია, ენო, მატიპი, მუკანჯო, აბუბაქარი (ვებო 70), ჩუპო-მოტინგი (სალი 75).
მწვრთნელი:ფოლკერ ფინკე
ხორვატია:პლეტიკოშა, პრანიაიჩი, ჩორლუკა, ლოვრენი, სრნა, პერიშიჩი (რებიჩი 78), რაკიტიჩი, მოდრიჩი, სამირი (კოვაჩიჩი 72), მანჯუკიჩი, ოლიჩი (69).
მწვრთნელი:ნიკო კოვაჩი
გოლი:0:1 ოლიჩი (18), 0:2 პერიშიჩი (4), 0:3 მანჯუკიჩი (61), 0:4 მანჯუკიჩი (73)
გაფრთხილება:ედუარდო (90)
გაძევება:სონგი (40)
კარში დარტყმა:18 (7) – 21 (14)ჯარიმა:11 - 9კუთხური:4 - 7თამაშგარე:0 - 4ბურთის ფლობა:49% - 51%სეივი:10 – 7
მთავარი არბიტრი:პედრუ პროენსა (პორტუგალია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.053488