Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჯერარდი: “თამაშის წინ სუარესს ხელს ჩამოვართმევ, მივესალმები და შემდეგ ჩვენი მეგობრობა 90 წუთით შეწყდება”
2014-06-19 13:01 | ნახვები: 3016
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ამ მატჩის მთავარი ამბავი ის არის, რომ მინდორზე ლუის სუარესი ბრუნდება. პირველ ტურში კოსტა რიკასთან წაგებულ (1:3) შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ურუგვაის ნაკრები სუარესით და უსუარესოდ აბსოლუტურად განსხვავებული გუნდებია. სხვა საქმეა როგორ ფორმაშია ამჟამად “ლივერპულის” ფორვარდი. საინტერესოა, რომ დღეს მინდვრის საპირისპირო მხარეზე მისი თანაგუნდელი დანიელ სტარიჯი ითამაშებს და პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც შეეცდება გატანას. შეგახსენებთ, რომ სუარესი და სტარიჯი წლევანდელი პრემიერლიგის ბომბარდირები გახდნენ, ურუგვაელმა 31 გოლი გაიტანა, ინგლისელმა კი – 22. სამხრეთამერიკელებს ერთი პრობლემა დაემატათ, მუხლის ტკივილის გამო სავარაუდოდ კაპიტანი დიეგო ლუგანო ვერ ითამაშებს.
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უმნიშვნელოვანესი მატჩია. ვიცით, რომ ინგლისთან თამაში ძალიან რთული იქნება, მაგრამ არც ჩვენ დავიხევთ უკან. საკმაო ძალები გვაქვს, რათა შევეწინააღმდეგოთ. ინგლისელებს კარგი თავდასხმა ჰყავთ, სწრაფი და ტექნიკური შემტევები რომელთაც ყოველ წამს შეიძლება გაიტანონ.”
იტალიასთან წაგების შემდეგ (1:2) ინგლისელები მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ. მათ ბანაკში ერთი სიახლე იქნება – უეინ რუნი ცენტრში ითამაშებს, ანუ 10 ნომერი იქნება და ამ პოზიციიდან შეუტევს ურუგვაელებს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ვარჯიშზე ჰოჯსონი სწორედ ამ ვარიანტს ამუშავებინებდა თავის ფეხბურთელებს. შეგახსენებთ, რომ იტალიასთან მატჩში რუნი მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა და სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა სტარიჯმა. გუშინდელ ვარჯიშზე საერთო ჯგუფთან ერთად ემზადებოდა ტრავმირებული ოქსლეიდ-ჩემბერლენიც, თუმცა მისი მინდორზე გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.
სტივენ ჯერარდი (ინგლისის ნაკრების კაპიტანი): “შინ დროზე ადრე გამგზავრება საშინელება იქნება ჩვენთვის. იტალიასთან თამაშის შემდეგ ცხადია, გუნება გაგვიფუჭდა, მაგრამ ის მარცხი უკვე დავივიწყეთ. ვუყურებ თანაგუნდელებს და ვგრძნობ, რომ ისინი ძველებურად თავდაჯერებულნი არიან, ამიტომ ურუგვაისთან მხოლოდ მოსაგებად გავლთ მინდორზე. თამაშის წინ სუარესს ხელს ჩამოვართმევ, მივესალმები და შემდეგ ჩვენი მეგობრობა 90 წუთით შეწყდება.”
ინგლისი და ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 1954 წელს ურუგვაიმ 4:2 გაიმარჯვა. 1966-ში კი, მეტოქეებმა უგოლო ფრე ითამაშეს.

19 ივნისი. 23:00. სან პაულუ. “არენა კორინტიანსი.”
ინგლისი – ურუგვაი
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ჰარტი, ჯონსონი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი, ჯერარდი, ჰენდერსონი, უელბეკი, სტერლინგი, რუნი, სტარიჯი
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
ურუგვაი: მუსლერა, ფუსილე, ლუგანო, გოდინი, კასერესი, არევალო, გარგანო, როდრიგესი, ფორლანი, კავანი, სუარესი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043551