Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრძოლა გასალიდერებლად
2014-06-19 14:50 | ნახვები: 2174
...
კოტდივუარელთა მეგოლე ვილფრიდ ბონი (ბურთით)
აფრიკელთა ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე (მარცხნივ)
დაშავებული კარლოს ბაკა (მარცხნივ) და ხოსე პეკერმანი
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ-ერთ ყველაზე თანაბარძალოვან ჯგუფად მიჩნეულ C ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ სათავეში კოლუმბიისა და კოტ-დივუარის ნაკრებები ჩაუდგნენ. მათმა მომავალმა დაპირისპირებამ კი შეიძლება არა მარტო მერვედფინალის საგზურის, არამედ ჯგუფის პირველი ადგილის ბედიც გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, კოლუმბიელებმა ყოჩაღი დაცვით თავმომწონე საბერძნეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, კოტდივუარელები კი იაპონიასთან 0:1 აგებდნენ და შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება შეძლეს (2:1).
სამხრეთამერიკელებს მოახლოებულ შეხვედრაში ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გარანტირებული აქვთ – ტრიბუნები, რომლებიც ძირითადად კოლუმბიის გულშემატკივრებით გადაიჭედება. ამ საკითხს უკვე აფრიკელთა მთავარი მწვრთნელი საბრი ლამუშიც გამოეხმაურა. ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და მათ ტრიბუნების ზეწოლა ხელს ვერ შეუშლით, რადგან ამასაც აქედანვე შეგუებიან.
საგულისხმოა ლამუშის მიერ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებაც, რომ კოლუმბიასთან დაპირისპირებისთვის ზედმეტი ყურადღების მინიჭება საქმისადმი სწორი მიდგომა არ იქნება, რადგან წინ კიდევ ერთი თამაშია და ყველაფერი სწორედ მესამე ტურში უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება კოლუმბიის ნაკრებს, თითქოს საკადრო პრობლემები აკლდაო, კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა – სევილიელმა თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ ორიოდ დღის წინ, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 7-10 დღე მოუწევს უქმად ყოფნა.
“ბაკას არყოფნა გუნდისთვის სერიოზული დარტყმაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრაც შეგვიძლია. გოლის გამტანი სხვა ფეხბურთელებიც გვყავს” – განაცხადა კოლუმბიელთა არგენტინელმა დამრიგებელმა ხოსე პეკერმანმა. ადვილი გამოსაცნობია, მან “პორტუს” ფორვარდი ჯეიმს მარტინესი, რივერპლეიტელი ტეოფილო გუტიერესი და მონაკოელი ჯეიმს როდრიგესი იგულისხმა.
კოლუმბია სავარაუდოდ აქცენტს ჩვეულ სტილზე – შემტევ ფეხბურთსა და მეტოქეზე მუდმივად ზეწოლაზე გააკეთებს. კოტ-დივუარი კი ალბათ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – სწრაფი კონტრშეტევები და ფლანგებიდან სახიფათო ჩაწოდებები. ამ ტაქტიკამ იაპონიასთან ნამდვილად გაამართლა.
აქვე ორიოდ სიტყვით დიდიე დროგბაზეც – აფრიკელთა მთავარი მეგოლე და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მუნდიალს ტრავმის გამო ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა და პირველ ტურში მწვრთნელმა მხოლოდ 30 წუთით ათამაშა. ბოლო ცნობებით, დროგბა ფიზიკურ კონდიციას დღითიდღე აუმჯობესებს და დიდი ალბათობით, დღეს მეტი დრო მიეცემა.
კოლუმბია და კოტ-დივუარი ერთმანეთს აქამდე ერთხელაც არ შეხვედრიან. მათი პირველი დაპირისპირება ბრაზილიაში, მანე გარინჩას სახელობის ნაციონალურ სტადიონზე გაიმართება. მატჩს ინგლისელ მსაჯთა გუნდი მოემსახურება ჰოვარდ ვების მეთაურობით, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ფინალს გაუძღვა.
კოლუმბია – კოტ’დივუარი
“მანე გარინჩა”
სავარაუდო შემადგენლობები:
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო, სანჩესი, გუარინი, კუადრადო, როდრიგესი, იბარბო, გუტიერესი
მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი
კოტ’დივუარი: ბერი, ორიე, სოკორა, ბამბა, ბოკა, დიე, ტიოტე, იაია ტურე, კალუ, ბონი, ჟერვინიო
მწვრთნელი: საბრი ლამუში
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043098