![]() |
|
შიდადაპირისპირებები მუნდიალზე
2014-06-19 15:39 | ნახვები: 3695
![]() ![]() ![]()
123
გუშინ ყველამ ნახა კამერუნელი ფეხბურთელების წაკინკლავება. ხორვატიასთან მატჩის ბოლო წუთებზე, ბენუა ასუ-ეკოტო თანაგუნდელ ბენჟამინ მუკანჯოს მივარდა. მუკანჯომ ხელი აუქნია, რაზეც ასუ-ეკოტომ თავი ჩაარტყა. მუკანჯომ მოიცილა, შემდეგ კი პიერ ვებომ გააშველა ისინი. მატჩის შემდეგ, სამუელ ეტოო მივიდა მოჩხუბრებთან და ხან ერთს ამშვიდებდა, ხან მეორეს. დაძაბული სიტუაციაა კამერუნის ნაკრებში: მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაც კი ეჭვქვეშ იდგა. ამას დაემატა ძალიან უნიათო თამაში მუნდიალზე და ეტყობა, ფეხბურთელებს ნერვები არ აქვთ წესრიგში.
დაპირისპირება მოხდა საბერძნეთის ნაკრების ბანაკშიც: “ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველ იანის მანიატისს ნაკრებიდან წასვლა სურდა, რადგან პაოკ-ის მცველ გეორგიოს ცაველასთან მოუვიდა კონფლიქტი. მანიატისი უკმაყოფილი იყო ცაველასის მოქმედებით ვარჯიშებზე: “ეს რა პასებია? რას აკეთებ? პაოკ-ში კი არ ხარ” – ასე უთქვამს მანიატისს ცაველასისთვის, მას კი სწყენია და მცირე შეხლა-შემოხლაც მომხდარა. მანიატისმა ნაკრების ხელმძღვანელებს სთხოვა, რომ ათენის ავიარეისზე ბილეთი აეღოთ. მას აღარ უნდოდა ნაკრებში ყოფნა, თუმცა გადააფიქრებინეს და ახლა მანიატისი ჩვეულებრივ ემზადება იაპონიასთან მატჩისთვის. ტეგები:
მუნდიალ 2014 |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია