![]() |
|
ორი ქვეყნის იმედის მატჩი
2014-06-19 16:09 | ნახვები: 2587
![]() ![]()
12
“ბრძოლა შანსის შესანარჩუნებლად” – ასეც შეიძლება დაარქვა მატჩს, რომელიც ქალაქ ნატალიში, “დას დუნას არენაზე” ამაღამ, თბილისის დროით 2 საათზე გაიმართება და რომელშიც ერთმანეთს C ჯგუფის აუტსაიდერები იაპონია და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს ჩემპიონატი ორივე ნაკრებმა წაგებით დაიწყო და კიდევ ერთი უქულო თამაში ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენად დაუჯდებათ. შეგახსენებთ, იაპონელები კოტ’დივუართან მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 1:2 დამარცხდნენ, ხოლო ბერძნებმა კოლუმბიისგან სამი უპასუხო გოლი მიიღეს.
ანგარიშებით და რაც მთავარია, თამაშის ხარისხით გამოჩნდა, რომ მუნდიალს აზიელები უკეთ მომზადებულები შეხვდნენ. ალბერტო ძაკერონის შეგირდების ბოლო დღეებში გაკეთებული ოფიციალური კომენტარების თანახმად, ქომაგებს საბერძნეთთან შემტევი ფეხბურთის თამაშს ჰპირდებიან. თავად ძაკერონი ტაქტიკაზე საუბრისას გაცილებით სიტყვაძუნწია. საბერძნეთის ნაკრების ბერძენ თავკაცს ფერნანდუ სანტუშს ოპტიმალური შემადგენლობის დასაყენებლად კოლეგასთან შედარებით, გაცილებით მეტი ჰქონდა საფიქრალი. შესაბამისად, მისგან უფრო მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით დაცვის ხაზში, სადაც პირველ ტურში ბერძნებს უამრავი პრობლემა შეექმნათ. ასევე შეიძლება სასტარტო განაცხადს დაუბრუნდეს გამოცდილი ნახევარმცველი გიორგიოს კარაგუნისი. თავდასხმის ხაზში კი ტეოფანის გეკასს ალბათ კოსტას მიტროღლუ ჩაანაცვლებს. იაპონიასა და საბერძნეთს ერთმანეთთან მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ – ზუსტად 9 წლის წინ, 2005 წლის 19 ივნისს გამართული მატჩი აზიელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. იაპონია - საბერძნეთი ნატალი. “დას დუნას არენა” სავარაუდო შემადგენლობები: იაპონია: კავაშიმა, უჩიდა, იოშიდა, მორიშიგე, ნაგამოტო, ენდო, იამაგუჩი, ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა, ოსაკო მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, ფეტფაციდისი, სამარასი, მიტროღლუ მწვრთნელი: ფერნანდო სანტოსი მსაჯი: ხოელ აგილარი (სალვადორი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია