|
ჩაბი ალონსო: “ნაკრებში ცვლილებების დროა”
2014-06-19 17:46 | ნახვები: 3143
1
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ჩილესთან წაგებული თამაშის (0:2) შემდეგ აცხადებს, რომ “ფურია როხას” ცვლილებები ჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, ჰოლანდიის შემდეგ, ჩილესთანაც წააგეს და მერვედფინალში გასვლის შანსები დაკარგეს. “არ ვიცოდით, როგორ შეგვენარჩუნებინა წარმატების წყურვილი და მოგების სურვილი, რომელიც მსგავს ტურნირებში საჭიროა. თამაშისგან და წარმატებისგან მიღებული ის სიამოვნება, რომელსაც განვიცდიდით, წარსულს ჩაბარდა. როგორც წესი, ასეთი წაგებების შემდეგ, ციკლი სრულდება და შესაძლოა, ნაკრებში ცვლილებების დროა.” – ციტირებს რამოსის სიტყვებსBBC. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია