![]() |
|
ეს, “მარაკანაა”
2014-06-19 21:04 | ნახვები: 3661
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
1234567891011121314151617181920212223
ჩილე-ესპანეთის მატჩის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტს ფიფამ მეორე დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, როგორც ცნობილია, უბილეთო ჩილელი გულშემატკივრები სტადიონზე შეღწევას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ მათი ქმედება დროულად აღკვეთა.
სხვათა შორის, ფიფას ბრიფინგი სხვა საკითხს უნდა მიძღვნოდა, მაგრამ განრიგი 18 ივნისს მატჩის შემდეგ შეცვალეს. საპრესკონფერენციო დარბაზში ძირითადად ბრაზილიელი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. საერთოდ, როდესაც “მარაკანაზე” თამაში არაა, მედია ცენტრში სიხალვათეა. ბრიფინგზე ისაუბრეს თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ფიფა და მსოფლიო პირველობის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდეს. ბრიფინგის დასრულების მერე, გადავწყვიტე “მარაკანა” ფეხით შემომევლო და საფუძვლიანად დამეთვალიერებინა. ბუნებრივია, ამხელა არენის ყველა კუთხე- კუნჭულს ვერ ვნახავდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად შევეცადე მარადიული რეკორდების არენაზე მენახა და ფოტოებიც გადამეღო. აქამდე, ამის საშუალება არ იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატების მატჩების დღეებში ჟურნალისტთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია და სადაც გინდა, იქ ვერ წახვალ. ამჯერად, სტიუარდებს ხელი არაფერში შეუშლიათ. თამაშის მეორე დღეა და ბუნებრივია, სტადიონს აწესრიგებენ. გაზონს კრეჭენ, ტრიბუნების ქვეშ არსებულ ნაგებობას ასუფთავებენ. მსურდა “მარაკანაზე” არსებული მუზეუმი დამეთვალიერებინა, სადაც ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის არაერთი შესანიშნავი მომენტია აღბეჭდილი, მაგრამ მითხრეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატების დღეებში ის დაკეტილია. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე ასე იყო. სტადიონებზე საფეხბურთო კლუბების მუზეუმებს არ ხსნიდნენ. როგორც იტყვიან, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს და “მარაკანა” თავის სახელს სრულიად ამართლებს. არაფერს ვამბობ იმ ატმოსფეროზე, რაც მუნდიალის შეხვედრების დროს ამ მართლაც ლამაზ არენაზე სუფევს. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ის სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია